05:22 18 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2002
  • 100 RUB4.6888
  • USD2.8781
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
25 0 0

სამეცნიერო წრეების წარმომადგენლების განცხადებით, საქართველოს უშველიან მეცნიერები და არა პოლიტიკოსები. შესაბამისად, ქვეყნის პარლამენტი უნდა დაკომპლექტდეს სხვადასხვა სფეროში წარმატებული სპეციალისტებით.

თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში 90-იანი წლების დასაწყისიდან პოლიტიკური კრიზისის მიზეზი „ქუჩის პოლიტიკაში" მდგომარეობს, რომელიც უნდა შეიცვალოს, მიაჩნია პარტია „თეთრების" თავმჯდომარეს, გელათის აკადემიის აკადემიკოს თემურ შაშიაშვილს. ამის შესახებ მან „Sputnik–საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

„საქართველოს პრობლემა „ქუჩის პოლიტიკასა" და „ქუჩის პოლიტიკოსებშია". ეს უბედურება საქართველოს 90-იანი წლებიდან მოჰყვება... სხვა არ იყო და არავის, „ქუჩის პოლიტიკოსების" გარდა, საქართველოს ისტორიაში მაღალი თანამდებობები არ ეკავა. ხელისუფლებაში ყველა ქუჩის აქციებიდან მოდის და მისგან ისევ ქუჩის აქციების შედეგად მიდის. ეს უნდა შეიცვალოს", – მიაჩნია შაშიაშვილს.

შეხვედრაზე მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა ქართველი მეცნიერების მიერ მომზადებული ორი ნაშრომი – „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ" და „ახალი განზომილება" წარმოადგინეს. აღნიშნულ წიგნებში მეცნიერული თვალსაზრისით არის ახსნილი, თუ როგორ უნდა გამოვიდეს საქართველო პოლიტიკური კრიზისიდან. გამოცემის შედგენაში მონაწილეობა მიიღო ქვეყნის 200-ზე მეტმა საზოგადო და სამეცნიერო მოღვაწემ. წიგნის გამოქვეყნებისთვის ოთხი წელი ემზადებოდნენ.

შაშიაშვილის სიტყვებით, აღნიშნულ წიგნებში შესაძლებელია ბევრ კითხვაზე პასუხის მიღება და ქართულ პოლიტიკაში არსებული პრობლემების გადაჭრის გზების მოძიება.

„მეცნიერებმა შეისწავლეს, თუ რომელი ქვეყნები მიდიან წინ. ეს ის ქვეყნებია, სადაც ხელისუფლებაში ირჩევენ ადამიანებს, რომელთაც 20-25 წლის განმავლობაში აკვირდებიან – რა შეუძლიათ მათ... ჩვენთან, საქართველოში ვიღაც ტელევიზორში კარგად გამოვა და ჩვენ მას ვირჩევთ. ეს „ქუჩის პოლიტიკაა", რომელმაც შექმნა „ქუჩის პოლიტიკოსები", „ქუჩის ბელადები", რომლებსაც ქვეყანა სიკეთემდე პრაქტიკულად არასდროს მიუყვანიათ", – განაცხადა შაშიაშვილმა.

Круглый стол: Политическая ситуация в Грузии – как выйти из кризиса
© Sputnik / Alex Shlamov
მრგვალი მაგიდა: პოლიტიკუტი ვითარება საქართველოში - როგორ გამოვიდეთ კრიზისიდან
პიროვნებების პარლამენტი

როგორც გამოცემის თანაავტორი, მეცნიერებათა დოქტორი, ჟურნალისტი გუბაზ მეგრელიძე აცხადებს, ქვეყანას ე.წ. „პიროვნებების პარლამენტი" სჭირდება, რომელიც წარმატებულად აპრობირებულია მრავალ განვითარებულ ქვეყანაში.

„ჩვენ გვინდა ჩამოვაყალიბოთ სახელმწიფობრივი ხედვის მიმართულება და გამოვდივართ „პიროვნებების პარლამენტის" მხარდასაჭერად, როგორც ეს აშშ-შია. რათა ადამიანმა იცოდეს, ვის ირჩევს. როცა შენ პროპორციული სისტემით ირჩევ, გაუგებარია ვინ ვინაა. ბევრი უცხო სახეა და შედეგად ჩვენ პარლამენტში ვიღებთ კამათს და ჩხუბს", – განაცხადა მეცნიერმა.

მეგრელიძის სიტყვებით, არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღონ ადამიანებმა, რომელთა საქმიანობის შესახებაც მოსახლეობისთვის ცნობილია.

доктор наук, журналист, искусствовед Губаз МЕГРЕЛИДЗЕ
© Sputnik / Alex Shlamov
მეცნიერებათა დოქტორი, ჟურნალისტი გუბაზ მეგრელიძე

„ამას ბევრი მოწინააღმდეგე ეყოლება, განსაკუთრებით, პარტიებს შორის, მაგრამ არჩევანი ხალხზეა: ან გაუგებარი პარტიული სიები, ან „პიროვნებების პარლამენტი", – განაცხადა მეგრელიძემ.

საქართველოში საკმაოდ დაძაბული პოლიტიკური სიტუაციაა. ქვეყანაში 14 ნოემბრიდან პრაქტიკულად ყოველდღიურად იმართება ოპოზიციის საპროტესტო აქციები, რომელიც საარჩევნო რეფორმის ჩავარდნამ გააერთიანა, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით გამართვას ითვალისწინებდა.

მთავარი თემები