საარჩევნო მთავრობა თუ ვადამდელი არჩევნების პერსპექტივა

© Sputnik / Shota Nozadzeსაპროტესტო აქცია პარლამენტის წინ
საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ - Sputnik საქართველო
გამოწერა
წილი ნაყარია, გადაწყვეტილება – მიღებული. გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან მეხუთე პრემიერ-მინისტრი იქნება.

რომ არა 20 ივნისი, გახარიას ბიოგრაფია და მის მიერ სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების უნარი ოპოზიციას ხელჩასაჭიდს არ აძლევდა. ახლა კი ანალიტიკოსები მოვლენების განვითარების ორ შესაძლო ვერსიაზე საუბრობენ.

პირველი ვერსიით, მოვლენები არჩევნებამდე დარჩენილ ერთ წელიწადში მშვიდად უნდა განვითარდეს და პროცესი, ფაქტობრივად, ძალოვანებმა უნდა წაიყვანონ.

თავის დროზე გიორგი კვირიკაშვილი სწორედ სუფთა რეპუტაციის გამო დანიშნეს პრემიერ-მინისტრად. მისგან განსხვავებით, გიორგი გახარია მატერიალური კეთილდღეობის მოყვარული არაა. არც მისი ოჯახის წევრებსა და ნათესავებს შეუწუხებიათ ვინმე.

ჩვენ ჯერ კიდევ სამი კვირის წინ ვწერდით, რომ გახარია პრემიერ-მინისტრად დაინიშნებოდა და მთავრობაში დაბრუნდებოდა ირაკლი ღარიბაშვილიც. თუმცა დღეს, როცა სამთავრობო გუნდის შემადგენლობა უკვე დასახელდა, ცხადია, რომ გახარია ღარიბაშვილზე მეტად, როგორც ჩანს, ვახტანგ გომელაურს ენდობა შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე. ღარიბაშვილი კი ლევან იზორიას ადგილს დაიკავებს თავდაცვის მინისტრის უმნიშვნელოვანეს პოსტზე.

გახარია გიორგი - Sputnik საქართველო
გახარია - პრემიერად, ირაკლი ღარიბაშვილი - შს მინისტრად?

სუს-ის უფროსის მოვალეობას გომელაურის პირველი მოადგილე გრიგოლ ლილუაშვილი შეასრულებს. ზოგადად კი სააგენტოს პირველ პირს პარლამენტი ამტკიცებს.

ღარიბაშვილის მთავრობაში დაბრუნება ერთგვარი სიგნალია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლებისთვის, რომ ისინი პარტიას, ანუ ივანიშვილს ახსოვს და ყველა მათგანი საჭირო გახდება 2020-სთვის.

პარლამენტი გახარიას უპრობლემოდ დაამტკიცებს. უმრავლესობას საკმარისზე მეტი ხმა აქვს იმისათვის, რომ ეს გააკეთოს.

სხვა საქმეა ის, რომ ეს პროცესი სწრაფად, მაგრამ აქციების ფონზე ჩაივლის. გავრილოვიც არ იშლის და ჯერ კიდევ ახლახან წარდგენილ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს აქებს და იმედოვნებს, რომ ის რუსეთთან ურთიერთობების მოგვარებას შეძლებს. ეს ნამდვილად სანაქებო იქნება, თუ გახარია მოახერხებს და დაკარგულ ტერიტორიებს დაიბრუნებს, რისიც ნაკლები იმედია, სამწუხაროდ.

ციხე - Sputnik საქართველო
შეწყალების უფლება – საქართველოს პრეზიდენტების აქილევსის ქუსლი

მეორე მხრივ, თუ საპროტესტო ტალღამ უმართავი სახე მიიღო, პრეზიდენტს შეუძლია ვადამდელი არჩევნები დანიშნოს. ამ შემთხვევაში გაზაფხულზე არჩევნები ძველი კანონმდებლობით, მაჟორიტარებით და „ქართული ოცნების“ დიდი უპირატესობით ჩატარდება. თუმცა ეს სცენარი ჩვენ ნაკლებად რეალური გვგონია.

დღეს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციები 2003 წლის დეჟა-ვიუზე მეტად ვარდების რევოლუციის ცუდ მიბაძვას ჰგავს.

გახარიას მთავარი გამოწვევა მიმდინარე ერთი წლის განმავლობაში ეკონომიკური სიტუაციის გამოსწორება და სიღარიბის შემცირება უნდა გახდეს.

მილიონერი კვირიკაშვილი გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებულ კვლევას შეეწირა – ფორმალურად, მაგრამ მაინც.

მამუკა ბახტაძეს ამ პოსტზე წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ამ კუთხით დიდი არაფერი გაუკეთებია. ბავშვების 25 პროცენტი საქართველოში ისევ შიმშილობს. ბახტაძის მთავრობას დამსახურებად უნდა ჩავუთვალოთ, რომ მოინდომა საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილება, რომლის თანახმად, საქართველოს ბიუჯეტის მეოთხედი განათლებას უნდა მოხმარდეს, რადგან 21-ე საუკუნეში სწორედ განათლებაა ის იარაღი, რომლითაც სიღარიბე და სიბნელე უნდა დავძლიოთ და გავანათოთ. მაგრამ დოკუმენტში ჯერ მსგავსი არაფერი წერია.

პარლამენტის ბიუროს სხდომა - Sputnik საქართველო
პროპორციული არჩევნები და კოალიციური მთავრობა: რა ცვლილებები შედის საარჩევნო კოდექსში

3 ლარამდე ასული დოლარი, სიღარიბე და გარეშე და შინაური მტრები – ასეთი გარემო ხვდება გიორგი გახარიას. მას ამ ერთ წელიწადში მოუწევს როგორც საკადრო, ასევე სისტემური რეფორმების გატარება. მანამდე კი – ცხარე დებატები პარლამენტში.

წინ რთული, მაგრამ საინტერესო გამოწვევებია. ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ 2020-ის არჩევნებზე ბიძინა ივანიშვილმა აქცენტი ძალოვანებზე გააკეთა.

გახარიას საქმიანობას კი ერთი წლის თავზე საქართველოს მოსახლეობა შეაფასებს. როგორც ჩანს, მას ურთულესი ამოცანა დააკისრეს. ესაა არჩევნების უმრავლესობით მოგება და არანაირი კოალიციური მთავრობა, როგორც ეს ვოლსკიმ განაცხადა.

ასე რომ, „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი ამ გადაწყვეტილების შედეგებს მომავალი წლის შემოდგომაზე მოიმკიან. იმედია, პროცესები მშვიდობიანად, სამართლებრივ ჩარჩოებში და საქართველოს სასარგებლოდ განვითარდება.

ყველა ახალი ამბავი
0