„ატმის ქვეყანა“: კახეთიდან რუსეთამდე, ანუ რა გზას გადის ქართული ხილი

© photo: Sputnik / Stringerკახური ატამი
კახური ატამი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კახეთის რეგიონის ატმის პლანტაციების მეპატრონეები ბოლო დროს საქართველო-რუსეთის ურთიერთობების მომავალი ბედით სხვებზე მეტად არიან შეშფოთებული. მათთვის რუსეთი არის მთავარი ბაზარი, სადაც ყოველწლიურად იგზავნება ხილის მოსავალი.

კახეთის რეგიონის ატმის პლანტაციების მეპატრონეები ბოლო დროს საქართველო-რუსეთის ურთიერთობების მომავალი ბედით სხვებზე მეტად არიან შეშფოთებული. მათთვის რუსეთი არის მთავარი ბაზარი, სადაც ყოველწლიურად იგზავნება ხილის მოსავალი. მოსავლის აღებას წლევანდელ სეზონზე „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი ადევნებდა თვალს.

ბევრი კახეთის რეგიონს მხოლოდ მეღვინეობის მხარედ მიიჩნევს, თუმცა სინამდვილეში ეს ასე არ არის. საბაზიაროში, გურჯაანის რაიონის სოფელ ვაჩნაძიანის მახლობლად, ყურძნის ვენახებთან ერთად გაშენებულია ატმის ბაღები. საბაზიარო თბილისიდან ორი საათის,  თელავიდან კი — ოციოდე წუთის სავალზეა.

„კარგი ფული“

„ეს ატმის პლანტაციები ჩემს ოჯახს ეკუთვნის - ნაწილი მე და მეორე ნაწილი - ჩემს ძმას. სულ ერთ-ნახევარი ჰექტარია. ყოველწლიურად საშუალოდ 30 ტონა მოსავალს ვიღებთ“, - ამბობს ფერმერი უშანგი მაზანაშვილი.

ატამი - ფერმერის განსაკუთრებული სიამაყის საგანია. მისი თქმით, ერთი კილოგრამი საშუალოდ ერთი ლარი ღირს.

© Sputnik / Vladimir Umikashviliატმის ბაღები კახეთში
„ატმის ქვეყანა“: კახეთიდან რუსეთამდე, ანუ რა გზას გადის ქართული ხილი - Sputnik საქართველო
ატმის ბაღები კახეთში

„საერთო ჯამში, კარგი ფულია“, - ამბობს უშანგი, მაგრამ თანმდევ ხარჯს უჩივის - ბაღს მთელი წელი უნდა უარო: მიწა გაანოყიერო, მორწყა, დაიცვა უხვი ნალექისგან და მცხუნვარე მზისგან. „რთველის“ დროს კი მოსავლის აღებისა და ხილის დახარისხებისთვის მუშახელის დაქირავებაა საჭირო.

„ძალიან მნიშვნელოვანია მოთხოვნა ჩვენს ატამზე. ბოლო წლებში ყველაზე დიდი მოთხოვნა რუსეთიდანაა. ამ ბაზრის არსებობა გვეხმარება და სტიმულს გვაძლევს. ვიცით, რომ ჩვენი შრომა დაფასდება და ანაზღაურდება. როდესაც მოსავალი იკარგება - ეს ძალიან დიდი იმედგაცრუებაა ფერმერებისა და გლეხებისთვის“, - აღნიშნავს უშანგი.

საინტერესო საყურებელია მუშაობის პროცესი - ათამდე გლეხი ჩალის ქუდებით მწველი მზისგან გაშავებული, ტოტებისკენ გაწვდილი ხელებით სათითაოდ კრეფს მწიფე ნაყოფს და ლითონის სათლებში ფრთხილად აწყობს. ატმის ბაღებში თავბრუდამხვევი სურნელი ტრიალებს.

„ასე ვაწყობთ, ერთი-მეორის მიყოლებით, ლამაზად რომ გამოჩნდეს“, - აღნიშნავს თინა მიშელაძე. როგორც თავად ამბობს, უკვე 15 წელია, ატმის კრეფითაა დაკავებული. თუმცა წლების მიუხედავად, საქმისადმი სიყვარული არ განელებია.

ატმის წარმოება საქართველოში
„ატმის ქვეყანა“: კახეთიდან რუსეთამდე, ანუ რა გზას გადის ქართული ხილი - Sputnik საქართველო
ატმის წარმოება საქართველოში

დიდი წყენა

„მწველი მზის ქვეშ შუაგულ ივლისში, ყოველდღე, ერთი თვის განმავლობაში, ხანაც უფრო მეტხანს, საჭიროა მოსავლის აღება და დაბინავება. ეს მძიმე შრომაა. მაგრამ რა უნდა ვქნათ? როგორღაც ხომ უნდა ვიცხოვროთ, უფრო სწორად, ვიარსებოთ?! გვინდა გვჯეროდეს, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ ყოველგვარი იმედი უკვე სულს ღაფავს“, - აღნიშნავს თინა.

იგი გვერდს ვერ უვლის ამასწინანდელ მოვლენებს - რუსეთში ექსპორტიორების მისამართით „რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას უცენზურო გამონათქვამებს, რომლებმაც, თინას თქმით, მთელი კახეთი აღაშფოთა. მართალია, გვარამია ღვინისა და მინერალური წყლების სეგმენტზე საუბრობდა, მაგრამ ფერმერები, რომელთაც ატამი მოჰყავთ, არანაკლებ არიან აღშფოთებული.

© photo: Sputnikატმის კრეფა
„ატმის ქვეყანა“: კახეთიდან რუსეთამდე, ანუ რა გზას გადის ქართული ხილი - Sputnik საქართველო
ატმის კრეფა

„გამოდის, რომ ჩვენ თავდაუზოგავად ვშრომობთ ამ მზის ქვეშ, წელებზე ფეხს ვიდგამთ, ისინი კი სხედან და თავიანთი სავარძლებიდან ასეთ რამეებს ლაპარაკობენ! ყველანი გიჟები არიან! ეგენი ქართველები არ არიან“, - განაგრძობს ბრაზნარევი ხმით თინა.

„რუსეთისა და რუსების მიმართ კარგი დამოკიდებულება გვაქვს. რუსეთის ბაზარი - ჩვენთვის უბრალოდ ბაზარი არ არის, არამედ საარსებო საშუალებაა. რასაკვირველია, სხვა ბაზრებიც გვაქვს - სომხეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, უკრაინის. მაგრამ რუსეთი ყველაზე დიდი და, შესაბამისად, ყველაზე მნიშვნელოვანია“, - ამბობს იგი.

გზა რუსეთის ბაზრისკენ

მას შემდეგ, რაც ატამი ყუთებში ლამაზად ჩალაგდება და სატვირთო მანქანებში გადანაწილდება, გადამამუშავებელ საწარმოში იგზავნება. იქ უკვე იწყება ხილის დამუშავება, გაწმენდა და დაფასოება. ყველაფერი ხელით კეთდება. შემდეგ, ვიდრე რუსეთში გაიგზავნება, მაცივრებში ინახება. როგორც წესი, ამ ყველაფერს ერთი-ორი დღე სჭირდება.

ატმის ექსპორტი უცხოეთში
„ატმის ქვეყანა“: კახეთიდან რუსეთამდე, ანუ რა გზას გადის ქართული ხილი - Sputnik საქართველო
ატმის ექსპორტი უცხოეთში

ქართული ატმის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მიმწოდებელი კომპანიის - „NENE Fructs-ის“ ხელმძღვანელი ლევან ბენაშვილი რუსეთთან 2015 წლიდან თანამშრომლობს. ყოველწლიურად მისი კომპანია რუსეთისკენ 6-8 ტონა უგემრიელეს ქართულ ატამს გზავნის.

ბენაშვილი ამბობს, რომ ერთი კილოგრამი ატმის ფასი 0,5-დან 1,5 ლარამდე მერყეობს და ხილის ხარისხზეა დამოკიდებული.

 „რუსეთის ბაზარი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია. თუ ქვეყანაში სოფლის მეურნეობის განვითარება იგეგმება, უაღრესად მნიშვნელოვანია რუსეთის ფედერაციასთან თანამშრომლობა. თუ ეს არ მოხდება, ჩათვალეთ, რომ სოფლის მეურნეობის დონე ქვეყანაში ნულზე დაბლა დაიწევს“, - განუცხადა ბენაშვილმა „Sputnik-საქართველოს“.

ხელისუფლების პოზიცია

საქართველოსთვის რუსეთის ბაზრის მნიშვნელობაზე ოთხშაბათს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმაც ისაუბრა. მისი სიტყვებით, რუსეთის ბაზრის ჩანაცვლება იოლი არ არის, მით უმეტეს საქართველოსთვის. ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობის მოწინააღმდეგეებს კი მან ქვეყნის მტრები უწოდა.

© photo: Sputnikკახური ატმის მოსავალი
„ატმის ქვეყანა“: კახეთიდან რუსეთამდე, ანუ რა გზას გადის ქართული ხილი - Sputnik საქართველო
კახური ატმის მოსავალი

„რუსული ბაზრის ჩანაცვლება ადვილი არ არის არავისთვის, ევროპელებისთვის, მით უმეტეს, ადვილი არ არის ჩვენთვის, ელემენტარული მიზეზის გამო, რადგან პროდუქციის შეტანა და მასზე მომხმარებლის ყურადღების მიქცევა არ არის მარტივი პროცესი, ამას სჭირდება წლები. ჩვენი პროდუქცია უკვე ცნობილია რუსეთში, ძალიან კარგად იციან და მას ჰყავს მომხმარებელი. დივერსიფიკაცია მოხდა წლების განმავლობაში, როდესაც დაკეტილი იყო რუსული ბაზარი. იმის მსურველები, რომ რუსული ბაზარი დაიკეტოს და ვაჭრობა შეწყდეს, არიან ქვეყნის მტრები“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
ივანიშვილისთვის რუსული ბაზრის დაკეტვის მომხრეები საქართველოს მოღალატეები არიან

ანტირუსული საპროტესტო აქციები თბილისში 20 ივნისიდან არ წყდება. 21 ივნისის ღამეს აქცია არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. მომიტინგეებმა პარლამენტის შენობაში შეჭრა სცადეს, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავდა 240 ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი.

თბილისში განვითარებული მოვლენების საპასუხოდ რუსეთმა 8 ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აკრძალა. „რუსთავი 2“-ის წამყვანის სკანდალური განცხადებების შემდეგ კი სახელმწიფო დუმა საქართველოსთვის ეკონომიკური სანქციების დაწესების წინადადებით გამოვიდა. თუმცა რუსეთის პრეზიდენტმა სანქციებს ხელი არ მოაწერა, რაც ქართველი ხალხისადმი პატივისცემით ახსნა.

ყველა ახალი ამბავი
0