18:07 15 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2024
  • 100 RUB4.6032
  • USD2.8647
აქციის დაშლა 20-21 ივნისს. მომიტინგეები რუსთაველის გამზირზე

მეზვრიშვილმა განმარტა, ვინ მონაწილეობდა აქციის დაშლაში პარლამენტთან

© photo: AFP 2019 / VANO SHLAMOV
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
ცხელი პოლიტიკური ზაფხული: ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში (371)
133 0 0

20-21 ივნისს მომხდარი არეულობის და პოლიციის ქმედებების გამოძიება შრომატევადი სამუშაოა, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა განმარტა, რატომ გამოიყენა პოლიციამ ძალა 21 ივნისის ღამეს საპროტესტო აქციაზე და რომელი უწყების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ მომიტინგეთა დაშლაში.

საქმე გადაკვალიფიცირდა: ამბოხების გზით ხელისუფლების დამხობა და ხელში ჩაგდება >>

21 ივნისის ღამეს ანტირუსული აქცია გადაიზარდა არეულობაში და ანტისამთავრობო გამოსვლებში. მომიტინგეებმა პარლამენტში შეჭრა სცადეს, ხოლო პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. არეულობის დროს დაშავდა 240 ადამიანი, მათ შორის 80 პოლიციელი. ორმა ადამიანმა რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად თვალი დაკარგა.

„ალბათ, ყველამ იხილა ფაქტი, როგორ სტაცებდნენ თავდაცვის საშუალებებს ამ ადამიანებს (პოლიციას - რედ.), როგორ იტაცებდნენ კორდონიდან, როგორ ხდებოდა მათი განიარაღება, უბრალოდ მაინტერესებს, თქვენ რომ პოლიციელი იყოთ, ასეთ შემთხვევაში დაელოდებოდით თუ არა ვინმეს ბრძანებას? რა თქმა უნდა, არა. კანონით შეიძლება, როგორც ბრძანების საფუძველზე, ისე ბრძანების გარეშე მოქმედება“, – განუცხადა ჟურნალისტებს მეზვრიშვილმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლიცია თავდასხმას იგერიებდა.

„რაც შეეხება ტყვიებთან დაკავშირებით და ამ სპეციალურ საშუალებებთან დაკავშირებით პოლიციელების მოქმედებას, კიდევ ერთხელ გეუბნებით, პოლიცია იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ამ ადამიანებს თავს ესხმოდნენ... საერთო ჯამში, ოპერაცია იყო ლეგიტიმური, იყო პროპორციული და საერთო ჯამში, კითხვის ნიშნები არ უნდა არსებობდეს“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მისი თქმით, იმ პირთა მიმართ, ვინც კანონი დაარღვია, იქნება მიღებული შესაბამისი ზომები.

„რაც შეეხება ამ საკითხს, რაც საზოგადოებამ კარგად იხილა, გარკვეული ფაქტები, სადაც შესაძლო უფლებამოსილების გადამეტება შეიძლება გამოიკვეთოს. ამ საკითხთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს პროკურატურა. არ ვიცი, შესაძლოა, სუბიექტური ვიყო შეფასებაში, მაგრამ საკმაოდ მძიმე საქმეა, საკმაოდ მოცულობითი საგამოძიებო მოქმედებებია ჩასატარებელი... უამრავი კამერის ჩანაწერია ამოსაღები, ასობით და ათასობით ადამიანია დასაკითხი, რომელიც იქ იყო. ძალიან ბუნებრივია, რომ 24 და 48 საათში გამოძიება ვერ დასრულდება“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

საქართველოს სპეცრაზმის უფროსს უფლებამოსილება შეუჩერდა >>

მან აღნიშნა, რომ სამინისტრო დაინტერესებულია გამოძიების უმოკლეს ვადაში დასრულებით. როგორც ადრე შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომლის გადადგომასაც მეორე კვირაა მოითხოვენ მომიტინგეები, ის მანამდე არ დატოვებს პოსტს, სანამ გამოძიება არ დასრულდება. მისი თქმით, იმ ღამეს პოლიციამ ლეგიტიმურად იმოქმედა და ხელისუფლების დამხობა აღკვეთა.

რაც შეეხება აქციის დაშლას არეულობის დაწყების შემდეგ, მასში მხოლოდ შსს-ს ქვედანაყოფები მონაწილეობდა. ამგვარად მან უარყო ოპოზიციური პარტიის „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წევრ გივი თარგამაძის მტკიცება, რომ თითქოს შსს-ს თანამშრომლების გარდა, იქ იმყოფებოდნენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენლები. მეტიც, იმ დღეს რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდა 5 ათასი სამართალდამცველი, და არა 15, როგორც ამას თარგამაძე ამტკიცებდა.

„თუმცა კანონით, თუ არსებობს  საჭიროება, სხვებსაც აქვთ ამგვარი უფლებამოსილება, რომ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღონ, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელები მონაწილეობდნენ“, – აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

გავრილოვის ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში >>

საპროტესტო აქციაზე შსს-ს წარმომადგენლების მიერ ძალის გადამეტების საქმის ფარგლებში უფლებამოსილება შეუჩერდა ათ პოლიციელს და შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორ გიორგი ყაყიჩაშვილს.

თემები:
ცხელი პოლიტიკური ზაფხული: ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში (371)

მთავარი თემები