პარლამენტმა მოსამართლეთა შესახებ „ქართული ოცნების" საკანონმდებლო ცვლილებებს დაუჭირა მხარი

© photo: The parliament of Georgia / FBპარლამენტის სხდომა
პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარლამენტმა ჩააგდო ოპოზიციის კანონპროექტები, რომლებიც იმავე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის სკანდალურ თემას ეხება.

საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა 86 ხმით 31-ის წინააღმდეგ პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მიერ ინიცირებულ შესწორებებს კანონში „საერთო სასამართლოების შესახებ". შემოთავაზებული ცვლილებები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმებს განსაზღვრავს.

ახალი ფიგურები ან ახალი იდეები - როგორ უნდა მოიგოს 2020 წლის არჩევნები „ოცნებამ“>>>

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კონკრეტული კრიტერიუმები ჯერ არ არის შემუშავებული. სწორედ ეს გახდა ოპოზიციისა და მმართველი პარტიის დეპუტატთა იმ ნაწილის უკმაყოფილების ერთ-ერთი მიზეზი, რომელიც გამოეყო „ქართულ ოცნებას".

ყველაფერი 2018 წლის მიწურულს დაიწყო, როდესაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს წარუდგინა მოსამართლეთა კანდიდატების სია მათი ბიოგრაფიებისა და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე და მოითხოვა დაჩქარებული წესით სიის დამტკიცება, რადგან სასამართლოში კატასტროფულად ცოტა მოსამართლე იყო.

მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
მზადაა თუ არა „ქართული ოცნება“, სასამართლოებს სრული თავისუფლება მისცეს?

სკანდალი გაღვივდა, როდესაც გაირკვა, რომ სიაში შეტანილი იყო იმ მოსამართლეთა სახელები, რომელთაც წინა ხელისუფლების დროს მიხეილ სააკაშვილის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური შეკვეთების შესრულებაში ადანაშაულებდნენ.

ოთხშაბათს საქართველოს პარლამენტმა განიხილა სამი კანონპროექტი, რომელთაგან ორი ოპოზიციური ძალების ინიცირებული იყო: პარტიის „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" და საინიციატივო ჯგუფის, რომელშიც გაერთიანდნენ მმართველი პარტიიდან განდგომილი დეპუტატები და პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" წევრები. ოპოზიციის შესწორებებს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა.

შერჩევის ეტაპები

პირველ ეტაპზე იუსტიციის უმაღლესი საბჭო აცხადებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანსიაზე განაცხადების მიღებას. განცხადების შეტანა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა ასაკი არის 30 წელზე მეტი, რომელთაც აქვთ იურიდიული განათლება და მაგისტრის ხარისხი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის სტატუსის შესაფერისი მუშაობის გამოცდილება და ფლობენ სახელმწიფო ენას.

თეა წულუკიანმა იუსტიციის მინისტრის პორტფელი არც ამჯერად დათმო>>>

ცვლილებების თანახმად, კონკურსში მონაწილება შეუძლიათ: მოქმედ მოსამართლეს ხუთწლიანი პროფესიული გამოცდილებით, ასევე ყოფილ მოსამართლეს პროფესიული მუშაობის ხუთწლიანი გამოცდილებით, მაგრამ მისი სამოსამართლო უფლებამოსილების შეწყვეტიდან 10 წელი არ უნდა იყოს გასული. ასევე კონკურსში ჩართვის უფლება ექნება სამართლის დარგის გამორჩეული კვალიფიკაციის სპეციალისტს, რომელსაც სპეციალობით მუშაობის ხუთწლიანი გამოცდილება აქვს და ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.

ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
მოსამართლეთა სიასთან დაკავშირებით პარლამენტმა და იუსტიციის საბჭომ გამოსავალი იპოვეს

მიღებული განცხადებების განსახილველად, კანდიდატების სიისა და მათი ბიოგრაფიების გამოსაქვეყნებლად და დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ექნება ხუთი დღე. უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელი იქნება უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში.

მეორე ეტაპზე იუსტიციის უმაღლესი საბჭო ჩაატარებს ფარულ კენჭისყრას კანდიდატების შესარჩევად. მათი რაოდენობა ვაკანსიების რაოდენობას სამჯერ უნდა აღემატებოდეს. შერჩეული კანდიდატების სიაც უნდა გამოქვეყნდეს.

მესამე ეტაპი გულისხმობს კანდიდატებთან საჯარო გასაუბრებას. გასაუბრების შემდეგ გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფარული კენჭისყრა, რომელზეც კანდიდატთა რაოდენობა შემცირდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ვაკანსიების რაოდენობამდე. ეს სიაც უნდა გამოქვეყნდეს.

მეოთხე ეტაპი ითვალისწინებს ცალკე კენჭისყრას თითოეული კანდიდატის ასარჩევად. თუ კანდიდატი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა არანაკლებ 2/3 ხმას მიიღებს, მას დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენენ.

საქართველოს პარლამენტში უმცირესობა აღარ არსებობს>>>

კანდიდატების წარდგენის შესახებ გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებ-გვერდზე უნდა გამოქვეყნდეს. ამის შემდეგ ერთ კვირაში კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ ქონებრივი დეკლარაცია და ცნობა ნარკოლოგიური უწყებიდან.

მეხუთე, ანუ ბოლო ეტაპი ეხება შემთხვევებს, როდესაც პარლამენტი უარს ამბობს ამა თუ იმ კანდიდატის დამტკიცებაზე. ამ შემთხვევაში იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უნდა წარუდგინოს ისეთი კანდიდატი, რომელიც კანდიდატების შერჩევის მესამე ეტაპამდე ვერ მივიდა.

შესწორების თანახმად, პირველი ეტაპი უნდა დაიწყოს შესწორებების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს ერთი თვის შემდეგ.

ცვლილებები ძალაში შევა მას შემდეგ, რაც პარლამენტი მათ მეორე და მესამე მოსმენით დაამტკიცებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0