11:10 26 ივნისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2260
  • 100 RUB4.5177
  • USD2.8333
პავილიონი საქართველო ფრანკფურტში

პატარა ქვეყნის დიდი გამარჯვებები: როგორ იპყრობდა ქართული კულტურა მსოფლიოს 2018 წელს

© photo: Georgia Made by Characters / FB
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (165)
14520

ქართული კულტურული მოვლენების ხმამაღალი აღიარებები, ჯილდოები და გამარჯვებები - ყველაზე განსაკუთრებული, საამაყო, ღირსეული, საინტერესო და აღსანიშნავი, ის რაც არ შეგვეძლო გამოგვეტოვებინა ან არ შეგვემჩნია

Sputnik საქართველო 2018 წლის მნიშვნელოვან კულტურულ მოვლენებს გაგახსენებთ

იუნესკომ ჭიდაობა აღიარა

Юные борцы соревнуются в грузинском стиле борьбы чидаоба на празднике Тбилисоба
© Sputnik / Levan Avlabreli
ახალგაზრდა მოჭიდავეები „თბილისობის" ზეიმზე

მსოფლიო მასშტაბის აღიარება - იუნესკომ ქართული ჭიდაობა კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

ჭიდაობა სპორტის უძველესი სახეობაა, რომელიც ფართოდ იყო გავრცელებული საქართველოში. მისი, როგორც სპორტის ეროვნული სახეობის სიძველეზე მეტყველებს „ალავერდის“ კედელზე შესრულებული ჭიდაობის სცენაც. სცენაზე აღბეჭდილი პერსონაჟთა სახეები, სამოსი და მოძრაობის პლასტიკა, ერთმნიშვნელოვნად მიანიშნებს ქართულ ტრადიციულ საჭიდაო ხელოვნებაზე. მსგავსი შეჯიბრება საქართველოში თან სდევდა რელიგიურ დღესასწაულებს.

ქართული ჭიდაობა 200-მდე ილეთსა და კონტრილეთს ითვლის; კლასიფიცირებულია ექვსი ძირითადი დარგი: ცერულები, სარმები, თეძოები, მოგვერდები, კაურები და კისრულები. მუსიკალური აკომოპანიმენტი ქართული ჭიდაობის ორგანული და განუყოფელი ნაწილია.

აღსანიშნავია,  რომ იუნესკოს კულტურული მემკვიდერობის წარმომადგენლობით ნუსხაში უკვე შესულია ოთხი ქართული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი: ქართული მრავალხმიანობა (2001 წ.), ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი (2013 წ.) , ქართული ანბანის 3 სახეობის ცოცხალი კულტურა (2016 წ.) და ქართული ტრადიციული „სუფრა» (2017 წ.).

საქართველო - ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი

Павильон Грузия на Франкфуртской книжной ярмарке
პავილიონი „საქართველო" ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე

მსოფლიოს მთელი ლიტერატურული და ინტელექტუალური სამყაროს ყურადღება მიმდინარე წლის ოქტომბერში მსოფლიოს უძველესი წიგნის ბაზრობისაკენ იყო მიპყრობილი, სადაც საქართველო პირველად იყო წარმოდგენილი საპატიო სტუმრის რანგში. მსგავსი სტატუსის შესახებ მოლაპარაკებებს ქართული მხარე ჯერ კიდევ 2010 წლიდან აწარმოებდა ფრანკფურტის ბაზრობის წარმომადგენლებთან.

ბაზრობაზე საქართველოს განსაკუთრებული, დახვეწილი და ორიგინალური პავილიონი ჰქონდა, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სიმდიდრის - უძველესი ხელნაწერების სახით. ის აერთიანებდა ქართული კულტურის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სტენდებს. თბილისმა ფრანკფურტში წარმოადგინა თავისი საუკეთესო მწერლები, მსახიობები, დიზაინერები და მომღერლები. გაიმართა ულამაზესი კონცერტები, კინოჩვენებები და დეგუსტაციები. ქართველები ფრანკფურტიდან აღმაფრთოვანებელი ჟესტით გააცილეს - სიმღერა „სულიკო“ გერმანულმა გუნდმა შეასრულა.

გამბედავი ქართველი მწერალი

ქართველი მწერალი ნინო ხარატიშვილი
ქართველი მწერალი ნინო ხარატიშვილი

მსოფლიოში აღიარებული მწერალი და დრამატურგი ნინო ხარატიშვილი 2018 წელს ბერტოლ ბრეხტის სახელობის პრესტიჟული გერმანული ლიტერატურული პრემიის მფლობელი გახდა რომანისათვის „მერვე სიცოცხლე“. ცნობილი გერმანელი დრამატურგის, პოეტისა და პროზაიკოსის სახელობის პრემია, გერმანიის  ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ლიტერატურული ჯილდოა და ენიჭებათ მწერლებს „თავის ლიტერატურულ ნაწარმოებებში თანამედროვეობის კრიტიკულ კვლევაში“.

თავის რომანში „მერვე სიცოცხლე (ბრილკასთვის)“ ხარატიშვილი გამბედავად ეხება აღმოსავლეთისა და დასავლეთის კონფლიქტს, აღწერს ომისა და რევოლუციის რთულ ისტორიულ პროცესებს. გულწრფელად საუბრობს ხელისუფლების ბოროტად გამოყენებაზე, ადამიანების ხშირ შეცდომებზე და ბედისწერაზე. ამ რომანისათვის 15 ათას ევროიანი ფულადი პრემია ნინო ხარატიშვილმა აპრილში, აუგსბურგში მიიღო.

ქართველმა მომღერალმა ავთო აბესლამიძემ საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსში Voice of Astana გაიმარჯვა.

Грузинский певец Авто Абесламидзе выиграл Международный музыкальный конкурс Voice of Astana
ქართველი მომღერალი ავთო აბესლამიძე

ქართველ შემსრულებელთა გამარჯვებები საზღვარგარეთ ქვეყნის განსაკუთრებული სიამაყეა. 2018 წელს აღსანიშნავია ქართველი მომღერლის ავთო აბესლამიძის გამარჯვება საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსში Voice of Astana. ქართული X Factor-ის 2016 წლის გამარჯვებულმა 20 ქვეყნის კონკურენტს სძლია და 10 ათასი დოლარი მოიგო. ბრავო!

ელდარ შენგელაიას კინოშედევრის ტრიუმფი

Вечер памяти Эльдара Рязанова
© Sputnik / Denis Aslanov
ელდარ შენგელაია

2018 წლის აპრილში ელდარ შენგელაიას ბოლო ფილმმა „სავარძელი“ მორიგი გამარჯვება მოიპოვა. კინოსურათი რუსეთის ეროვნული კინემატოგრაფიული პრემიის „ნიკას“ გამარჯვებული გახდა ნომინაციაში დსთ-ს, საქართველოსა და ბალტიის ქვეყნების საუკეთესო ფილმი. ამ ნომინაციაში გამარჯვებისათვის იბრძოდნენ ფილმები უკრაინიდან, ყაზახეთიდან, მოლდოვადან, ყირგიზეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. აღნიშნული პრემია რუსეთის კინემატოგრაფიული ხელოვნების აკადემიის მიერ გაიცემა 2003 წლიდან. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ამავე ნომინაციაში გამარჯვება ასევე ქართველი რეჟისორის რუსუდან გლურჯიძის ფილმმა „სხვისი სახლი“ მოიპოვა.

თაობის ყველაზე მნიშვნელოვანი პოეტი

Известный грузинский поэт и переводчик Шота Иаташвили
პოეტი შოთა იათაშვილი

სექტემბერში საქართველო კიდევ ერთმა გამარჯვებამ გაახარა. ცნობილმა პოეტმა და მთარგმნელმა შოთა იათაშვილმა სლოვენიური ვილენიცას ბროლის პრემია (Vilenica Crystal Award 2018) მიიღო. აღნიშნული პრემია ყოველწლიურად გადაეცემა მწერლებს აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებიდან, საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალზე, რომელიც სლოვენიის დასავლეთით ვილენიცას ულამაზეს კარსტულ მღვიმეში იმართება.

„თავისი თაობის ყველაზე მნიშვნელოვანი პოეტი“ - ასე უწოდეს შოთას ფესტივალზე. თავად შოთამ, კი ამ გამარჯვებას, მთელი ქართული ლიტერატურისა და პოეზიის გამარჯვება უწოდა. 2019 წელს, იგი, როგორც პრემიის ლაურეატი, მონაწილეობას მიიღებს ირლანდიაში დაგეგმილ პოეტურ ფესტივალში.

ქართველი მეფე კომპიუტერულ თამაშში

Царица Тамар в игре Цивилизация
© Sputnik / Levan Avlabreli
თამარ მეფე კომპიუტერული თამაშის პერსონაჟი გახდა

თამარ მეფემ, რომლის სახელთანაც არის დაკავშირებული საქართველოს ისტორიის „ოქროს ხანა“, კიდევ ერთხელ მოუხვეჭა სახელი საქართველოს, ამჯერად კომპიუტერულ თამაშში. იგი გახდა პოპულარული კომპიუტერული თამაშის „ცივილიზაციის“(Civilization) ახალი ნაწილის პერსონაჟი.

(Civilization) - ეს კომპიუტერული თამაშების სერიაა სტრატეგიის ჟანრში. მოთამაშეები სხვადასხვა ეპოქის ცივილიზაციას მართავენ - უძველესი სამყაროდან თანამედროვეობამდე. მმართველობა მოიცავს ისეთ ასპექტებს როგორიცაა ეკონომიკა, პოლიტიკა, სამხედრო საქმე, ვაჭრობა, ახალი ტერიტორიების და ტექნოლოგიების კვლევა, ხოლო კონკურენტებად სხვა ცივილიზაციები ევლინებიან. ასე რომ, ლეგენდარული ქართველი მმართველი თამაშის მეექვსე ნაწილში XII საუკუნის მმართველად გვევლინება სხვა ცივილიზაციების 8 ლიდერთან ერთად. მოთამაშეებს შეუძლიათ თამარ მეფის როლი მოირგონ და „მართონ“ მისი ისტორიული პერიოდის საქართველო.  თამაშის ახალი ნაწილი - Civilization VI: Rise and Fall თამარ მეფით, 2018 წლის თებერვალში გამოვიდა.

ფიროსმანის ნახატების „გაცოცხლება“

ცნობილი ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანის ნახატები „გააცოცხლეს“ ანიმაციურ ვიდეორგოლში, რომელიც გალერეა „ალბერტინამ“ გამოფენაზე წარმოადგინა.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ფიროსმანის 29 ნამუშევარი საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციიდან. გამოფენა „ალბერტინაში“ 27 იანვრის ჩათვლით გაიმართება.

ევროპის ამომავალი ვარსკვლავი

Ираклий Квирикадзе
© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova
ირაკლი კვირიკაძე

ახალგაზრდა ქართველი მსახიობი ირაკლი კვირიკაძე, რომელმაც რეზო გიგინეიშვილის ტრილერში „მძევლები“ ითამაშა,  European Shooting Stars Award-ის პრიზის მფლობელი გახდა. ეს გახლავთ საერთაშორისო ორგანიზაციების ერთადერთი ქსელი, რომელიც პოპულარიზებას უკეთებს და ყიდის ევროპულ კინოს მთელს მსოფლიოში.

25 წლის ირაკლი კვინიკაძე - თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კონოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. ასევე დაამთავრა სტელა ადლერის (Stella Adler Studio of Acting). სამსახიობო სტუდიის კურსები. ეს გახლავთ აშშ-ს ყველაზე ცნობილი პედაგოგისა და ცნობილი მსახიობის სკოლა, რომელიც თავის დროზე გაიარეს რობერტ დე ნირომ, ბენისიო დელ ტორომ და მარკ ლუფარომ.

 

 

თემები:
საქართველო და კულტურა (165)

მთავარი თემები