არა მხოლოდ ქსოვა და კარტოფილი: საქართველოს პრეზიდენტის გატაცებები

© photo: Sputnik / Stringerგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფილოსოფოსმა მარგველაშვილმა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტი იყო ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, უჩვეულო კუთხით წარმოაჩინა თავი.

თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა, რომლის უფლებამოსილებები კვირის ბოლოს იწურება, ტელეკომპანია Rustavi2-ის ეთერში თავის უჩვეულო გატაცებებსა და ჩვევებზე ისაუბრა.

როგორც აღმოჩნდა, ავლაბრის პრეზიდენტის სასახლეში პრეზიდენტი მარგველაშვილი პრეტენზიებით არ გამოირჩეოდა. ცალკე კი არ სადილობდა, არამედ პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად.

სახელმწიფო მეთაურის პომპეზურ რეზიდენციაში საძინებელი ოთახი არ არის, ამიტომ ადმინისტრაციის შენობა მარგველაშვილისთვის მხოლოდ სამუშაო ადგილია.

© photo: Presidential Press Serviceგიორგი მარგველაშვილი
არა მხოლოდ ქსოვა და კარტოფილი: საქართველოს პრეზიდენტის გატაცებები - Sputnik საქართველო
გიორგი მარგველაშვილი

პრეზიდენტს არ უყვარს ქალაქური ორომტრიალი, ამიტომ ცხოვრობდა და ცხოვრობს დუშეთში, საკუთარ სახლში. აქ აქვს თავისი ბაღ-ბოსტანი, სადაც მოჰყავს კარტოფილი და სხვა კულტურები.

„საწყენია, რომ ყველა ფიქრობს, რომ მხოლოდ კარტოფილი მომყავს", – აღნიშნა მარგველაშვილმა.

© FB / Giorgi Margvelashviliგიორგი მარგველაშვილის კარტოფილის მოსავალი
არა მხოლოდ ქსოვა და კარტოფილი: საქართველოს პრეზიდენტის გატაცებები - Sputnik საქართველო
გიორგი მარგველაშვილის კარტოფილის მოსავალი

თავისუფალ დროს ქვეყნის პირველ პირს უყვარს ქსოვა და ჯირითი.

ქსოვა ამშვიდებს – აღნიშნა ერთხელ მარგველაშვილმა, როდესაც საუბრობდა, თუ როგორ დაანება სიგარეტის მოწევას თავი. ჯირითის უნარი კი პრეზიდენტმა 2014 წლის ზამთარში თურქმენეთში ვიზიტისას გამოავლინა.

© photo: Presidential Press Serviceგიორგი მარგველაშვილი თურქმენეთში
არა მხოლოდ ქსოვა და კარტოფილი: საქართველოს პრეზიდენტის გატაცებები - Sputnik საქართველო
გიორგი მარგველაშვილი თურქმენეთში

მოცალეობის ჟამს მარგველაშვილი უსმენს ვინილის ფირფიტებს ძველ ფირსაკრავზე. მაგალითად, ძალიან უყვარს სამხედრო მარშები.

მარგველაშვილს, ისევე, როგორც ყველა ადამიანს, თავისი სისუსტეები აქვს. მაგალითად, როგორც მან აღიარა, ხანდახან ხანგრძლივ მოლაპარაკებებზე მობილური ტელეფონით ერთობოდა – თამაშობდა. მეუღლის მიმართ „პრეტენზიები“ აქვს ქვეყნის პირველ ლედისაც.

„მისი სრული იდეალიზებისთვის კარგი იქნებოდა, რომ ხანდახან ბავშვებს პამპერსები გამოუცვალოს", – აღნიშნა მაკა ჩიჩუამ.

© photo: Presidential Press Serviceგიორგი მარგველაშვილი მეუღლესთან ერთად
არა მხოლოდ ქსოვა და კარტოფილი: საქართველოს პრეზიდენტის გატაცებები - Sputnik საქართველო
გიორგი მარგველაშვილი მეუღლესთან ერთად

როგორც გიორგი მარგველაშვილი ამბობს, პრეზიდენტის თანამდებობას თავისი პლუსები და მინუსები აქვს, თუმცა, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მისი ცხოვრება მაინც და მაინც არ შეცვლილა. მას ტელეფონის ნომერიც არ გამოუცვლია, მაგრამ შეიძინა ახალი კოსტიუმები, რადგან კოსტიუმები საერთოდ არ ჰქონდა.

„ეს ხუთი წელი სხვა წლებისგან არ განსხვავდებოდა... იყო რთული, როგორც დანარჩენი ჩემი ცხოვრება, ასევე სიხარულით სავსე", – აღიარა მარგველაშვილმა, რომელსაც პრეზიდენტობის დროს ორი ვაჟი – თემო და თომა შეეძინა.

მარგველაშვილი თანამდებობას 16 დეკემბერს დატოვებს, როდესაც მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გაიმართება.

© Sputnik / Alexander Imedashviliგიორგი მარგველაშვილი და სალომე ზურაბიშვილი
არა მხოლოდ ქსოვა და კარტოფილი: საქართველოს პრეზიდენტის გატაცებები - Sputnik საქართველო
გიორგი მარგველაშვილი და სალომე ზურაბიშვილი

გიორგი მარგველაშვილი 1969 წლის 4 სექტემბერს თბილისში დაიბადა. დიდ პოლიტიკაში სოციოლოგი და ფილოსოფიის დოქტორი ხელისუფლებაში „ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ მოვიდა. თავდაპირველად იყო განათლების მინისტრი და ვიცე-პრემიერი, ხოლო 2013 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა.

მარგველაშვილმა და მხატვარმა, ვიზაჟისტმა და მსახიობმა მაკა ჩიჩუამ ურთიერთობები ოფიციალურად 2015 წლის 10 სექტემბერს გააფორმეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0