სააკაშვილის ვნებანი: ახალი ინტრიგა, პრანკერები და სისხლის სამართლის საქმე

© REUTERS / Gleb Garanichმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ისევ აღმოჩნდა საზოგადოების ყურადღების ცენტრში.

ახალი ინტრიგა სააკაშვილმა თავად შექმნა, როდესაც უკრაინაში დაბრუნების კონკრეტული თარიღი დაასახელა: 10 სექტემბერი.

ოდესის ექს-გუბერნატორმა ეს ვარშავაში ყოფნისას, ფეისბუქის პირდაპირი ვიდეოეთერით განაცხადა.

„მინდა განვაცხადო, რომ უკრაინაში ვბრუნდები. 10 სექტემბერს ჩამოვალ 10 სექტემბერს პოლონეთიდან, გამშვები პუნქტის გავლით, რომელსაც ჰქვია „კრაკოვეცი““, — თქვა სააკაშვილმა.

ამის შემდეგ მან უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდა, არ გადააქციონ მისი დაბრუნება საცირკო სანახაობად და არ გადათხარონ მიწა საზღვარზე. თავად კი აპირებს, პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე თან იახლოს ჟურნელისტები, დეპუტატები, მომხრეები და როგორც თავად ამბობს, უბრალო ადამიანები.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში დაბრუნების თარიღი დაასახელა

„მოდით, ნუ გადააქცევთ ჩემს დაბრუნებას მორიგ ცირკად. ნუ შეუშლით ადამიანებს ხელს საზღვრის გადაკვეთაში, ნუ გახსნით ყველა საბარგულს. არ ვაპირებ საბარგულით მგზავრობას. იმისთვის არ მიმუშავია მთელი ცხოვრება, რომ საბარგულში ვიმგზავრო. მაგათ, მგონი, ვიღაცაში ვეშლები… ჩვენთან ერთად ბევრი ჟურნალისტი, დეპუტატი და უბრალოდ უბრალო ადამიანები იქნებიან. ჩემი გამოცილება უნდათ იმ უკრაინელებს, რომლებიც პოლონეთში ცხოვრობენ. ისინი ძალიან ბევრნი არიან. თვითონ შემომთავაზეს და მადლობელი ვარ. მადლიერი ვიქნები, თუ ხალხიც მოვა საზღვარზე“, — განაცხადა სააკაშვილმა.

უფრო მეტიც, ექს-პრეზიდენტმა და ექს-გუბერნატორმა ცხელი ხაზი გახსნა, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია დარეკოს და უკრაინაში მისი მოსალოდნელი გამგზავრების თაობაზე დეტალები შეიტყოს.

სააკაშვილი მის მიერვე შექმნილი პარტია Рух новых сил-ის სათავეში დაბრუნებასა და უკრაინის მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას გეგმავს.

სკანდალი პრანკერებთან დაკაშირებით

12 აგვისტოს უკრაინულმა ვებგვერდმა страна.ua-მ გამოაქვეყნა ცნობილი რუსი პრანკერის, სახელად  ლექსუსის საუბრის აუდიოჩანაწერი ვითომდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილთან.

გიორგი მღებრიშვილი - Sputnik საქართველო
მღებრიშვილი: პრანკერების ხუმრობა სულაც არ მადარდებს

ჩანაწერში ლექსუსი თავს უკრაინის შს მინისტრად, არსენ ავაქიმოვად წარადგენს, შემდეგ კი ისმის, როგორ სთხოვს ვითომ მღებრიშვილი ვითომ ავაქოვს, არ გადასცეს სააკაშვილი საქართველოს, თუკი ის უკრაინაში გამოჩნდება, ვინაიდან ამას შესაძლოა საქართველოში მღელვარება მოჰყვეს.

„თუ ეს ნაძირალა თქვენთან გამოჩნდება, სჯობს ბომჟი გახდეს, ვიდრე საქართველოს ციხეში იჯდეს. არ გვინდა, გმირად ვაქციოთ… თუ თქვენთან გამოჩნდება, არ გადმოგვცეთ“, — ამბობს ჩანაწერში მამაკაცი მღებრიშვილისთვის მიმსგავსებული ხმით.

ვიდეოჩანაწერის ავთენტურობა დადასტურებული არ არის, ხოლო თავად საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი კატეგორიულად უარყოფს მსგავს დიალოგს ავაქოვთან.
უფრო მეტის, სამინისტროში განაცხადეს, რომ მღებრიშვილი მნიშვნელოვან საკითხებზე მხოლოდ დაცული სატელეფონო ხაზით საუბრობს.

ამ დროს კი სააკაშვილის ყოფილ თანაგუნდელებს საქართველოში სჯერათ, რომ მღებრიშვილი გააცურეს და მან მართლაც დაიჯერა, რომ უკრაინელ კოლეგას ელაპარაკებოდა. ხოლო მისი თხოვნა სააკაშვილის არგადმოცემის თაობაზე, სხვა არაფერია, თუ არა ექს-პრეზიდენტისთვის წაყენებული ბრალდებების უსაფუძვლობის დასტური.

აღსანიშნავია, რომ პრანკერების მსხვერპლი თავად სააკაშვილიც გახდა, როდესაც მას ვითომ პოროშენკოს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ წარუდგინეს თავი.

„თუ დაბრკოლებებს შემიქმნიან, უკვე მაგათი საქმე აღარ იქნება, იმიტომ რომ ყველაფერს სრული პროგრამით ჩავუტარებ. შავ დღეს დავაყრი“, — იმუქრება ჩანაწერში სააკაშვილის ხმა.

გადაუხვევს თუ არა მიხეილ სააკაშვილი დაპირებიდან და მართლაც ჩავა თუ არა უკრაინაში 10 სექტემბერს, დრო გვაჩვენებს. ყოველ შემთხვევაში, საზოგადოებას კარგად ახსოვს, ერთხელ უკვე როგორ უღალატა მან სიტყვას, როდესაც 2016 წელს ოდესიდან განაცხადა, რომ საქართველოში ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დაბრუნდებოდა. თუმცა პირდაპირ არჩევნების დღეს აცნობა საზოგადოებას, რომ გადაიფიქრა და დაბრუნებას არ აპირებდა.  

ყველა ახალი ამბავი
0