ქართული ხარჩო ზამთრის საუკეთესო წვნიანების მსოფლიო ხუთეულში შევიდა

© Fl/Lesya Dolykქართული წვნიანი კერძი ხარჩო
ქართული წვნიანი კერძი ხარჩო - Sputnik საქართველო
გამოწერა

ამერიკულმა გამოცემამ Thrillist, რომელიც კერძების, სასმელებისა და მოგზაურობა-გართობის სფეროებზეა სპეციალიზებული, ქართული სამზარეულო პლანეტის ხუთ საუკეთესო სამზარეულოთა ჩამონათვალში შეიყვანა. 

Thrillist Media Group — ეს ციფრული მედია-კომპანიაა, რომელიც 2004 წელს დაფუძნდა ნიუ-იორკში და რომელსაც 16 მილიონზე მეტი ხელმომწერი ჰყავს. 

Thrillist-ის რეიტინგმა 48 ქვეყანა მოიცვა. გამოცემის ვერსიით, ზამთრის წვნიანი კერძებიდან ქართული ხარჩო მეოთხე ადგილზეა ფინური ლოჰიკეიტოს, უნგრული გულიაშჩისა და ჩეხური ჩესნეჩკას შემდეგ.

მეხუთე ადგილზე იტალიური მინესტრონეა.

ყველა ახალი ამბავი
0