06:56 21 ოქტომბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0921
  • 100 RUB4.1098
  • USD2.6972
საქართველოს პროკურატურა

საქართველოს პროკურატურაში გამორიცხეს პატრიარქზე თავდასხმის ვერსია

© Sputnik / Levan Avlabreli
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
სკანდალი საქართველოს საპატრიარქოში (45)
39 0 0

პრესსამსახურში განმარტეს საქართველოს მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის სიტყვები უმაღლესი იერარქიის სასულიერო პირზე თავდასხმის საქმეზე.

თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. ადამიანი, რომელზეც გამოძიების ვერსიით დეკანოზი გიორგი მამალაძე თავდასხმას გეგმავდა, არ არის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, განაცხადა საქართველოს მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნათია სუხიაშვილმა. 

ორშაბათს, საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ, განცხადება გააკეთა თბილისის აეროპორტში დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების შესახებ, რომლის ბარგში ნატრიუმის ციანიდი აღმოჩნდა. 

მამალაძეს ბრალი დასდეს მაღალი იერარქიის სასულიერო პირზე თავდასხმის მცდელობაში. 

დეკანოზი გერმანიაში მიფრინავდა, სადაც, როგორც ცნობილია, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ოლია მეორე მკურნალობს. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ზოგიერთმა დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“ გააკეთა განცხადება, რომლითაც შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ თავდასხმა მზადდებოდა სწორედ ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურზე. 

„როცა მთავარმა პროკურორმა დაასრულა ბრიფინგის ტექსტის კითხვა, ჟურნალისტებმა ჰკითხეს: „შეიძლება თუ არა ეს პირი იყოს ილია მეორე?“ მთავარმა პროკურორმა უპასუხა: „არა, მე არსად არ მითქვამს, რომ ეს პატრიარქია“. მთავარმა პროკურორმა თქვა, რომ ეს არ არის პატრიარქი ილია მეორე“, — თქვა ნათია სუხიაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში. 

ოპოზიციური პარტიის „მოძრაობა თავისუფლებისათვის — ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა გიგა ბოკერიამ საკვირველი უტიფრობა უწოდა სუხიაშვილის განცხადებას.

„პატრიარქის სიცოცხლით სპეკულირებდნენ და ახლა კიდევ უფრო უტიფრად გვეუბნებიან, რომ ის, რაც რეალურად გვითხრეს, თურმე სხვანაირად იყო და ქვეშიდან გამოსვლას ცდილობენ“, — თქვა ბოკერიამ. 

თავის მხრივ, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ გამოძიება მუშაობს ბევრი მიმართულებით და მთავარი ის არის, რომ ბრალდებულმა ვერ შეძლო საწამლავის ბერლინამდე ჩატანა. 

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ ქვეყანას დიდი ტრაგედია ავაცილეთ. გამოძიება მიმდინარეობს არა ერთი მიმართულებით და რამდენიმე უტყუარი ფაქტი, რომლებზეც საუბრობდა შოთაძე — სახეზეა. უტყუარია ის ფაქტი, რო პრევენციული სამართლებრივი ქმედებების შედეგად, ციანიდი ბერლინამდე არ ჩავიდა“. — თქვა წულუკიანმა ბრიფინგზე. 

ამავე დროს პატრიარქის დაცვის მიზნით, განსაკუთრებული ზომებია მიღებული. ბერლინში პატრიარქთან იმყოფებიან სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე და საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირადი დაცვის წევრები. 


თემები:
სკანდალი საქართველოს საპატრიარქოში (45)

მთავარი თემები