ექიმ იარემჩუკის საქართველოში ასრულებული სამი ოცნება და უკულტურო ტაქსისტის მსხვერპლი

© Sputnik / Levan Avlabreliექიმი-ფიზიოლოგი ალექსანდრ იარემჩუკი
ექიმი-ფიზიოლოგი ალექსანდრ იარემჩუკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„Sputnik-საქართველოს“ რუბრიკა „უცხოელის თვალით დანახული საქართველო“ უკრაინელ ალექსანდრ იარემჩუკს გაგაცნობთ, რომელიც მოგვითხრობს, რას ნიშნავს მისთვის საქართველო, რა ოცნებები აუსრულდა აქ და რატომ უნდა ჩვენ ქვეყანაში ცხოვრება.

ალექსანდრ იარემჩუკი ექიმი–ფიზიოლოგია. საქართველოში უკვე რამდენიმე წელია მუშაობს. აქ მას საკუთარი კაბინეტი აქვს, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს რეაბილიტაციაში ეხმარება.

ჩამოსვლის მიზეზი

საქართველოზე აქ ჩამოსვლამდე ბევრი რამ არ ვიცოდი. ტელევიზიიდან გაგონილი მქონდა, რომ ქვეყანა უკანასკნელ წლებში აქტიურად ვითარდება, რომ აქვს ლამაზი ბუნება და გემრიელი ღვინო. თქვენი ქვეყანა ახლოს ახლაღა გავიცანი, რაც აქ ვცხოვრობ.

© Sputnik / Levan Avlabreliალექსანდრ იარემჩუკი პატარა პაციენტების სარეაბილიტაციო სათამაშოთი
ალექსანდრ იარემჩუკი პატარა პაციენტების სარეაბილიტაციო სათამაშოთი - Sputnik საქართველო
ალექსანდრ იარემჩუკი პატარა პაციენტების სარეაბილიტაციო სათამაშოთი

აქ იმისთვის ჩამოვედი, რომ სამსახურებრივი წარმატებისთვის მიმეღწია. უკრაინაში კი ვმუშაობდი, მაგრამ ფინანსური მდგომარეობა არ მაკმაყოფილებდა. ქალაქიდან ქალაქში გადავდიოდი, სამსახურებს ვიცვლიდი, მაგრამ პროფესიის შესაბამისი საქმე, რომელშიც სულს ჩავდებდი, ვერ ვიშოვე.

და ერთ დღესაც, სამი წლის წინ აქაურმა ნაცნობმა ექიმ-ფიზიოლოგის ვაკანსია შემომთავაზა ძალიან კარგი, მისაღები პირობებით და ჩამოდიო, მითხრა. იმ დროს ლვოვში ვცხოვრობდი, ახალი წელი ახლოვდებოდა და როგორც კი დღესასწაულებმა ჩაიარა, მაშინვე საქართველოსკენ გამოვწიე.

პირველი, რაც თვალში მომხვდა

ჩამოვფრინდი ქუთაისში. მეგობრებთან ერთად წამოვედი თბილისისკენ. ღამე იყო და ბევრს ვერაფერს შეათვალიერებდა კაცი, მაგრამ სერპანტინები კი კარგად შევიგრძენით. გზაც მშვენიერი იყო და ამან დიდი სიამოვნება მოგვგვარა.

კიდევ ვხედავდი, როგორ დანათოდა თოვლიან მთებს მთვარე და როგორი უჩვეულო და, ცოტა არ იყოს, მისტიკური სილამაზე გამეფებულიყო ირგვლივ…

თბილისში ჩამოსულებს მცირე ექსკურსია ჩაგვიტარეს, ძველი ქალაქი დაგვათვალიერებინეს. ძალიან მომეწონა! საერთოდ, ყოველთვის მხიბლავდა რაღაც ძველებური, უჩვეულო, საიდუმლოებითა და საინტერესო ისტორიებით მოცული.

ბრეტ უოკერი - Sputnik საქართველო
ბრეტ უოლკერი: თბილისში ცხოვრობ? ესე იგი, ქართველი ხარ!

როდესაც უცხო ქალაქში პირველად აღმოჩნდები, მაშინვე იმას ამჩნევ, რაც მას სხვა ქალაქებისგან გამოარჩევს. რა შევნიშნე თბილისში? ის, რომ საკმაოდ სუფთა იყო. სისხამი დილა იდგა, მაგრამ ქუჩები უკვე დაეხვეტათ. პრინციპში, უნდა ვთქვა, რომ კომუნალური სამსახურები ფუნქციებს კარგად ასრულებენ. ხალხმა რომ ნაკლებად დაყაროს ნაგავი ქუჩაში, საერთოდ იდეალური მდგომარეობა იქნებოდა.

განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობა

პირველი, რაც ადგილობრივებთან ურთიერთობისას მეცა თვალში — ეს სტუმართმოყვარეობა და კეთილგანწყობაა. თავიდან ძალიან ვიძაბებოდი, არ ვიცოდი, რამდენად სანდო იყო ეს ხალხი. ახლა უკვე შემიძლია ვთქვა, რომ უმეტეს შემთხვევაში ქართველების ნდობა ნამდვილად შეიძლება.

დაძაბვით კი იმიტომ ვიძაბებოდი, რომ ის, რაც აქ ვნახე, ჩემთვის უჩვეულო იყო — უკრაინაში ასეთი რამ არ ხდება, ასეთი ტიპის სტუმართმოყვარეობა უკრაინისთვის დამახასიათებელი არ არის. ქართველი, პრაქტიკულად, უცხო ადამიანს სახლში ძალით შეგიყვანს, სუფრას გაგიშლის, ლუკმა პურს გაგიყოფს და თავს ოჯახის ყველაზე მთავარ წევრად გაგრძნობინებს… ასეთი რამ ჩვენთან არ ხდება.

© Sputnik / Levan Avlabreliალექსანდრ იარემჩუკი საკუთარ სამედიცინო კაბინეტში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პაციენტებს რეაბილიტაციაში ეხმარება
ალექსანდრ იარემჩუკი საკუთარ სამედიცინო კაბინეტში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პაციენტებს რეაბილიტაციაში ეხმარება - Sputnik საქართველო
ალექსანდრ იარემჩუკი საკუთარ სამედიცინო კაბინეტში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პაციენტებს რეაბილიტაციაში ეხმარება

ქართველმა „არა“ არ იცის

მოგვიანებით, როდესაც სამსახურში ქართველებთან მჭიდრო ურთიერთობა დავიწყე, კიდევ ერთი მენტალური თავისებურება შევნიშნე: ქართველები არ ამბობენ სიტყვას „არა“. ზოგჯერ ხდება, რომ შეხვედრაზე თანხმდები, კონტაქტს ამყარებ, დიალოგიც პოზიტიურ კალაპოტში მიდის…

ერთ დღეს კი ხვდები, რომ ყველაფერი იშლება, იმიტომ რომ საქმე წინ არა და არ მიდის. თითქოს არც უარს გეუბნებიან, ეს წინადადება არ გვაინტერესებსო, მაგრამ არც არანაირ კონტაქტზე აღარ გამოდის. აი ამას ვერაფრით ვეგუები!

უკრაინელი თავისუფლად და მკაფიოდ გეტყვის „არას“, თუ თემა მისთვის საინტერესო არ იქნება.

საქართველოს მინუსი

გზებზე ავტომობილით მოძრაობის კულტურა — ეს მხოლოდ თბილისის კი არა, ზოგადად საქართველოს ერთმნიშვნელოვანი მინუსია, რაც პირადად მე ძალიან არ მომწონს. ამას აქამდე ვერ შევეგუე და ვერც ვერასდროს შევეგუები. ჩემში შინაგანად ყველაფერი ებრძვის ამას.

ნამრატა კინი - Sputnik საქართველო
ნამრატა კინი: თბილისი ულამაზესი ქალაქია, მაგრამ ერთი რამ მაინც არ მომეწონა...

ატარეთ მანქანები უფრო აკურატულად!

ფეხით მოსიარულეებს გადასასვლელებზე გზას არ უთმობენ, გზას გიჭრიან, შემხვედრ ზოლზე გადადიან, სიჩქარის გადაჭარბებაზე უკვე არაფერს ვამბობ…

ვერ ვიტყვი, რომ უკრაინაში ყველა გადასარევად მოძრაობს და გზებზე სულელებს არ შეხვდები, მაგრამ იქ გაცილებით ნაკლებია ასეთი, ვიდრე საქართველოში. ვფიქრობ, მარტო მე არ შემინიშნავს საქართველოს ეს უსიამოვნო თავისებურება.

თანაც, უბრალოდ კი არ შევნიშნე, არამედ საკუთარ ტყავზე ვიგრძენი. ავარიაში მოვხვდი. მოტოციკლით მივდიოდი — ყველა წესის დაცვით, საკმაოდ ნელა, დასაშვები სიჩქარის ფარგლებში. და უცბად ტაქსიმ გზა მომიჭრა და დამეჯახა. შედეგად: მოტეხილი ფეხი, საავადმყოფო, რეაბილიტაცია… ერთი სიტყვით, უსიამოვნო მოგონებები დამრჩა.

სამი ასრულებული ოცნება

საქართველოში ბევრი ოცნება ამისრულდა:

პირველი, რომ მოტოციკლი შევიძინე, რაც უკვე დიდი ხანია მინდოდა. უკრაინაშიც კი „დავჯირითობდი“, მაგრამ აქ ჩემმა ოცნებამ სულ სხვანაირად გაიბრწყინა: თანამედროვე მოტოციკლით კარგ გზებსა და სერპანტინებზე სიარული ძალიან მაგარია;

მეორე — პროფესიული რეალიზაცია. სტუდენტობიდან ვოცნებობდი საკუთარ კაბინეტზე, სადაც ჩემ გემოზე მუშაობას შევძლებდი, დავნერგავდი იმ მეთოდებს, რომლებიც სწორად მიმაჩნია. ჰოდა, საქართველოში მოვახერხე ამის გაკეთება;

მესამე (და, ალბათ, ყველაზე მთავარი) ოცნება, რაც ყველა ადამიანს აქვს — ეს მყარი ოჯახის შექმნა იყო და ისიც საქართველოში ავისრულე. აქ შევხვდი სიყვარულს, ოჯახი შევქმენი და შვილებიც გვეყოლება.

და ეს ყველაფერი არ არის. სამი ოცნება უკვე ამისრულდა, მაგრამ ათი წინ მელოდება!

ყველა ახალი ამბავი
0