19:12 16 იანვარი 2017
პირდაპირი ეთერი
კინოთეატრის სალარო

კინო თბილისში: რა ვნახოთ 12 - 15 იანვარს

© Sputnik / Alexander Imedashvili
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
19 0 0

ბენ აფლეკი სასტიკი ბოროტმოქმედის ამპლუაში, რომელიც სამოთხეზე ოცნებობს, "ოსკარის" პრეტენზიის მქონე რაიან გოსლინგი და ბევრი ლამაზი, საოცარი და სასაცილო კინო - „Sputnik საქართველო“ განაგრძობს ყველაზე ცხელი კინოპრემიერებისა და საინტერესო ფილმების მიმოხილვას, რომლებიც კინომანებმა ახალი წლის დღეებში არ უნდა გამოტოვონ.

12 იანვრიდან თბილისის კინოთეატრებში შემდეგი კინოსურათების პრემიერები გაიმართება:

ლა ლა ლენდი" (La La Land) — დამიენ შაზელის მიერ გადაღებული ამერიკული ტრაგიკომედიური ფილმი-მიუზიკლი. ფილმის პრემიერა 2016 წლის 31 აგვისტოს ვენეციის საერთაშორისო ფესტივალზე შედგა. ეს სიყვარულის ისტორია დამწყები მსახიობი ქალის, რომელიც მოსმენებს შორის კაფეში მუშაობს და უკვე შემდგარ მსახიობებს ყავას უდუღებს, და ფანატიკოსი ჯაზ-მუსიკოსის, რომელსაც დამატებითი შემოსავლისთვის მეორეხარისხოვან ბარებში დაკვრა უწევს. შეყვარებულებს წარმატება ეწვიათ და მათ ურთიერთობებს ძირის გამოთხრა დაიწყო. მთავარ როლებში — ემა სტოუნი და რაიან გოსლინგი, რომელიც მიუზიკლში შესრულებული როლისთვის "ოსკარზე" იყო ნომინირებული. 

ღამის ცხოვრება" (Live by Night) — რეჟისორ ბენ აფლეკის კრიმინალური დრამა, რომელიც ასევე სცენარისტისა და მთავარი როლის შემსრულებლის ამპლუაში გამოდის. დენის ლიჰეინის რომანის Live by Night ეკრანიზაცია. 1920-იანი წლებია, ისტორია მოგვითხრობს ჯო კოგლინის შესახებ — ბოსტონის პოლიციის კაპიტანის უძღებ შვილზე. კოგლინი იობორ სითიში გადაბარგდა და ჯერ ბუტლეგერი, შემდეგ კი ცნობილი განგსტერი გახდა. მაგრამ დრო გავა და კოგლინს მისი დანაშაულებრივი ცხოვრება მობეზრდება, თუმცა ამ ჯოჯოხეთისგან თავის დახსნა მთავარ გმირს საკმაოდ გაუჭირდება. 

 რატომ ის?" (Why Him?) — რეჟისორ ჯონ ჰამბურგის ამერიკული კომედიური ფილმი. მთავარ როლებში  - ბრაიან კრენსტონი და ჯეიმს ფრანკო. ფილმის სიუჟეტით, ნედ ფლემინგი სტენფორდში ჩადის, რათა თავისი უფროსი ქალიშვილი მოინახულოს, იქ კი გადაეყრება მის შეყვარებულს — სილიციუმის ველის" ბინადარს ექსცენტრიულ მილიარდერ ლერდ მეიხიუს. მისი ქცევა ნედში იწვევს შეშფოთებას, რომლის ნიადაგზე მათ შორის მეტოქეობა მატულობს. მამაკაცების ურთიერთობები იმანაც გაამძაფრა, რომ ლერდმა შეყვარებულს ხელი უნდა თხოვოს.  

გასული კვირიდან თბილისის კინოთეატრების ეკრანებზე გამოვიდა:

 კრის უეჯის ამერიკული ფანტასტიკური ჟანრის ფილმი „მონსტრი სატვირთოები“, 

ქართველი რეჟისორ ნინო ბაილიას დრამა ანას ცხოვრება" 

რეჟისორ ჰუგო ჟელენის ოჯახური კომედიური მელოდრამა „2+1“, სადაც მთავარ როლს ომარ სი ასრულებს.  

ასევე თბილისის კინოთეატრების ეკრანებზე გადის:

•  რეჟისორ მორტენ ტილდუმის ფანტასტიკური მელოდრამა „მგზავრები“ კრის პრეტით და ჯენიფერ ლოურენსით მთავარ როლებში;

• რეჟისორ მარკ უოტერსის კრიმინალური კომედია „ცუდი სანტა“ ბილი ბობ ტორნტონით მთავარ როლში.

• რეჟისორ ჯასტინ კურზელის ამერიკული სამეცნიერო-ფანტასტიკური ბოევიკი „მკვლელის კრედო“ (Assassin's Creed);

მულტფილმები ბავშვებისთვის:

• რეჟისორ ალექსეი ციცილინის საახალწლო ანიმაციური სურათი „თოვლის დედოფალი 3: ცეცხლი და ყინული“;

•  „ოზი: ძაღლების დიდი გაქცევა (Ozzy) — ალბერტო როდრიგესისა და ნაჩო ლა კაზას სათავგადასავლო მულტფილმი

 • ანიმაციური სურათი „მოანა“. 

გისურვებთ სასიამოვნო კინოჩვენებას!


მთავარი თემები