06:31 18 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2779
  • 100 RUB4.6531
  • USD2.9723
კინოთეატრი

კინო თბილისში: რა ვნახოთ 20-23 ოქტომბერს

© Sputnik / Alexander Imedashvili
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
8201

„ალი და ნინოს“ ეკრანიზაცია, რომელსაც მაყურებელი დიდხანს ელოდა, ტომ ჰენკსის ეპიკური დაბრუნება და მორიგი დრამა „კანის ფესტივალის ბავშვის“ - ქსავიე დოლანისაგან. Sputnik-საქართველო განაგრძობს თბილისის კონოთეატრების ყველაზე „ცხელი“ კონოპრემიერებისა და საინტერესო ფილმების მიმოხილვას

20 ოქტომბრიდან თბილისის კინოთეატრებში შემდეგი ფილმების პრემიერა შედგება: 

„ჯეკ რიჩერი 2: არასოდეს დაბრუნდე“ (Jack Reacher: Never Go Back) —რეჟისორ ედვარდ ცვიკის მწერალ ლი ჩაილდის რომანის „არასოდეს დაბრუნდე“ მიხედვით შექმნილი დეტექტიური ბოევიკი, რომელშიც მთავარ როლს ტომ კრუზი ასრულებს. 

შესვენების შემდეგ, ჯეკ რიჩერი გადაწყვეტს დაუბრუნდეს სამხედრო პოლიციის მშობლიურ ქვედანაყოფს, სადაც ის ოდესღაც ხელმძღვანელი იყო და მადლობა გადაუხადოს ნაწილის მოქმედ მეთაურს მაიორ სუზან ტერნერს ნისი გადარჩენისათვის. მაგრამ სიუზანი დაკავებულია შპიონაჟის გამო, ხოლო მას ბრალს დებენ 16 წლის წინ მომხდარ მკვლელობაში, რომლის შესახებაც მას არაფერი ახსოვს. ასე რომ ჯეკ რიჩერის დაბრუნება მისთვის ოდესღაც მშვიდ და საყვარელ ადგილზე, ახალ უსიამოვნებებად და თავგადასავლად ექცევა.

 „ეს მხოლოდ სამყაროს აღსასრულია“ (Juste la fin du monde)  კანადელი რეჟისორის ქსავიერ დოლანის დრამა, გადაღებული ჟან-ლიუკ ლაგარსის იმავე სახელწოდების პიესის მიხედვით. სიუჟეტის ცენტრში წარმატებული მწერალი ლუია, რომელიც ბრუნდება საკუთარ ოჯახში 12 წლის შემდეგ, იმისათვის, რომ მათ თვისი ავადმყოფობის შესახებ შეატყობინოს. თუმცა ამის გაკეთება არც ისე ადვილი აღმოჩნდა, რადგან მის ექსცენტრიულ ნათესავებს თავისი გეგმები აქვთ. მთავარ როლებში — გასპარ ულელი, ვენსან კასელი, მარიონ კოტიიარი. აღსანიშნავია, რომ ეს კანადელი რეჟისორის პირველი ფილმის, რომელშიც მხოლოდ ფრანგი მსახიობები თამაშობენ.

 „ქუბო. ლეგენდა სამურაიზე“ (Kubo and the Two Strings) — ანიმაციური ფილმი „მონსტრების ოჯახის“ შემქმნელის — რეჟისორ ტრევის ნაიტისგან. ფილმის მთავარი პერსონაჟი — ქუბო — დიდი გვარის მემკვიდრეა. მაგრამ როცა შურისძიებას მოწყურებული  წარსულის სულები ბრუნდებიან, მის დაცვას მცველთა მხოლოდ უცნაური წყვილი ბედავს. და კუბოსათვის ერთადერთი შანსი მამამისის — ლეგენდარული სამურაის  მაგიური იარაღის პოვნაა. მთავარ როლებს ახმოვანებენ შარლიზ ტერონი და რაიფ ფაინსი.

 

23 ოქტომბრიდან თბილისის კინოეკრანებზე გამოდის რეჟისორ აზიფ კაპადიას ფილმი „ალი და ნინო“. ეს ყურბან საიდის აზერბაიჯანული კლასიკის ეკრანიზაციაა. 

ფილმში აღწერილია 1914 წლის მოვლენები. არისტოკრატული მუსულმანური გვარის მემკვიდრე ალი და ქართველი ქრისტიანი თავადის ქალი ნინო გარესამყაროს, სადაც ომი მძვინვარებს ქვეყნებს, რელიგიებს, იდეოლოგიებს და კულტურებს შორის, თავიანთი ბედნიერების უფლების მოსაპოვებლად ებრძვიან. ფილმის მოქმედება კავკასიასა და ირანში ვითარდება პირველი მსოფლიო ომის მოვლენების ფონზე. 

გასული კვირიდან ქართულ კინოგაქირავებაში შემოვიდა კომედია „მაიკი & დეივი: არეულობა ქორწილში“, ამერიკული ინტელექტუალური დეტექტივ-ტრილერი „ინფერნო“ ტომ ჰენკსის მონაწილეობით და სამხედრო ბოევიკი «კრეისერი ინდიანაპოლისი“ — ნიკოლას კეიჯის მონაწილეობით. 

თბილისის კინოთეატრებში ასევე შეგიძლიათ ნახოთ დრამა-ფენტეზი „მის პერეგრინის სახლი უჩვეულო ბავშვებისთვის „,  , ფანტასტიური ტრილერი „მორგანი“, ასევე კრიმინალური კომედია „ ბუმბერაზე მცველები“ როლებში — ზაკ გალიფიანაკისი, ოუენ უილსონი, კრისტენ უიგი, ჯეისონ სუდეიკისი, კეიტ მაკკინონი.

ბავშვებისათვის კინოთეატრებში შეგიძლიათ იხილოთ მულტფილმი „დიდი გამყინვარება 5“ და ამერიკული კომპიუტერულ-ანიმაციური ფილმი რეჯისორების — ნიკოლას სტოლერისა, და დაგ სვიტლენდისგან —  „ყარყატები“. 

სასიამოვნო კინოჩვენებას გისურვებთ!


მთავარი თემები