კინო თბილისში: რას ვუყუროთ 28 აპრილიდან 1 მაისამდე

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliაფიშა კინოში
აფიშა კინოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჰოლივუდის მსახიობების ნამდვილი ვარსკვლავთცვენა, ოლიმპისკენ რთული გზების ისტორიები და ნებისმიერი გემოვნებისთვის კომედიებისა და ფანტასტიკის ფართო არჩევანი-კარგი კინო სააღდგომო უიქენდსაც კი მოუხდება! Sputnik Грузия ყველაზე ცხელი კინოპრემიერებისა და საინტერესო ფილმების მიმოხილვას გვთავაზობს, რომლებიც კინომანებმა არ უნდა გამოტოვონ თბილისში.

28 არილიდან თბილისის კინოთეატრებში შემდეგი კინოსურათების პრემიერები ჩატარდება:

„მხიარული დედები“(Mother's Day) — „ლამაზმანის“, „გაქცეული პატარძლის“ და „წმინდა ვალენტინის დღის“ ავტორის ჰერი მარშალის კომედია. დამქანცველი ფიტნესი და შოფინგი, ახირებული მშობლები და ურჩი შვილები, შურიანი დაქალები და მობეზრებული ყოფილები-ნამდვილი ქალის ბედნიერების საყვარელი შემადგენლები. ასევე მამაკაცის, თუ შენ მარტოხელა მამა ხარ. მაგრამ ყველაფერი იცვლება, როდესაც ნამდვილ სიყვარულს პოულობ. კინოში მონაწილეობენ ჯენიფერ ენისტონი, ქეით ჰადსონი, ჯულია რობერტსი და ჯეისონ სუდეიკისი.

„ტოპ-მოდელი“(The Model)- მადს მატიტისენის დრამა დამწყები მოდელის ემას რთულ გზაზე ვარსკვლავიანი ოლიმპისკენ. როდესაც გოგონამ ერთერთ წამყვან მოდის სააგენტოში მიწვევა მიიღო, ის ყოყმანის გარეშე თავისი ოცნებისკენ პარიზში მიემგზავრება. ერთერთ ფოტოსესიაზე ემა წარმატებულ და მომხიბლავ ფოტოგრაფ შეინ უაიტს შეხვდება, რომელთან ის გიჟურ რომანს გააბამს. მაგრამ მოდის სამყარო თავის პირობებს კარნახობს, და ზღაპარი თანდათან სახიფათო  აკვიატებად და ნამდვილ ღამის კოშმარად იქცევა.

გასული კვირიდან ქართულ გაქირავებაში გამოვიდა „ავატარი“IMAX ფორმატით, ბელგიურ-ფრანგული კომპიუტერულ-ანიმაციური კომედიური ფილმი „რობინზონ კრუზო: ძალიან დასახლებული კუნძული“ (Robinson Crusoe), ნიკოლას სპარქსის სცენარის მიხედვით გადაღებული მელოდრამა „არჩევანი“(The Choice) და კომედია აშშ-ს 37-ე პრეზიდენტის რიჩარდ ნიქსონის  და როკ-ენ-როლის მეფის ელვის პრესლის შეხვედრის შესახებ "ელვისი და ნიქსონი" (Elvis & Nixon).

თბილისის კინოთეატრებშია ლევან თუთბერიძის ქართული სოციალური დრამა „მოირა“, ფანტასტიკური თრილერი „კრიმინალი“(Criminal) ქევინ ქოსთნერის, ჰარი ოლდმანისა და ტომი ლი ჯონსის მონაწილეობით, ოსკაროსანი უნგრული დრამა „სავლეს შვილი“(Saul fia), ბრიტანული ფილმი „მაღლობი“(High-Rise), ამერიკული სათავგადასავლო ფილმი ფენთეზი „მონადირე:ზამთრის ომი“(The Huntsman: Winter's War)  და კიპლინგის ნაწარმოების ეკრანიზაცია „ჯუნგლების წიგნი“ (The Jungle Book). 

გარდა ამისა, ამ უქმეებზე დედაქალაქის კინოთეატრებში თქვენ შეიძლება ნახოთ ფანტასტიკური ბოევიკები „ჰარდკორი“(Hardcore) და „ბეთმენი სუპერმენის წინააღმდეგ: სამართლიანობის განთიადი“ (Batman v Superman: Dawn of Justice), ასევე კომედია „გასეირნება მაიამიში“(Ride Along 2).

კინო ბავშვებისათვის-მულტფილმი „ზოოტოპია“(Zootopia).

ყველა ახალი ამბავი
0