15:05 12 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
რელიგია
მოკლე ბმულის მიღება
91 0 0

ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტის, პეტრე ცაავას მხარდამჭერი იღუმენი ბრალდებულია ამბოხში ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ.

თბილისი, 30 მაისი – Sputnik. ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანე კალაიჯიშვილმა სალხინოს მამათა მონასტრის ყოფილი წინამძღვარს, იღუმენ დანიელ გვილავას იღუმენის ხარისხი ჩამოართვა და ეკლესიიდან განკვეთა. ამის შესახებ მეუფემ საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა.

ჭყონდიდის ეპარქიაში სკანდალები ორი წელია არ ცხრება. ჭყონდიდის ეპარქიას წლების განმავლობაში პეტრე ცაავა ხელმძღვანელობდა. 2019 წლის 31 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც პეტრე ცაავამ კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მამათმავლობაში დაადანაშაულა, წმინდა სინოდმა ის მღვდელმთავრობიდან გადააყენა, ჭყონდიდის ეპარქიის მმართველად კი მიტროპოლიტი სტეფანე დანიშნა.

ადგილობრივი სასულიერო პირებისა და მრევლის ნაწილი მიიჩნევს, რომ მეუფე სტეფანე ეპარქიის უკანონო მმართველია. ისინი მოითხოვენ, რომ მან ჭყონდიდის ეპარქია დატოვოს, საპატრიარქომ კი პეტრე ცაავას მიერ წაყენებული ბრალდება გამოიძიოს და მიტროპოლიტად ისევ ის დააბრუნოს.

მიტროპოლიტ სტეფანეს თქმით, იღუმენი დანიელ გვილავა ბრალდებულია ამბოხში ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ.

მიტროპოლიტისთვის მიუღებელია, როდესაც მღვდელმთავარი უტიფრად ადანაშაულებს პატრიარქს, დადის ტელევიზიაში, ყოველ წუთს ისმის ბრალდებები, რაც სიტყვის თავისუფლებით ინიღბება.

„როდესაც მღვდელი ხარ, მეტი პასუხისმგებლობა გმართებს“, - განაცხადა სტეფანემ.

მან აღნიშნა, რომ ეკლესიაში მოქმედებს სამი საფეხური - ეპისკოპოსი, მღვდელი და დიაკვანი. სამივე ერთმანეთთან ურთიერთქმედებაში უნდა იყოს.

თავად დანიელ გვილავამ განაცხადა, რომ მიტროპოლიტის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. ის აცხადებს, რომ არ აღიარებს სტეფანეს ეპისკოპოსად, იცხოვრებს მონასტერში და გააგრძელებს ბერულ ცხოვრებას.

მთავარი თემები