07:18 13 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
რელიგია
მოკლე ბმულის მიღება
69 0 0

წმინდა მიწაზე საომარი მოქმედებები დიდ საფრთხეს წარმოადგენს როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე მთლიანად რეგიონისთვის, განაცხადა პატრიარქმა.

თბილისი, 13 მაისი – Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მოუწოდა მორწმუნეებს, ილოცონ მშვიდობისთვის ისრაელში და წმინდა მიწაზე.

ორშაბათს, საღამოს პალესტინის ანკლავის საზღვრებზე იერუსალიმში შეტაკების შემდეგ ყველაზე დიდი ესკალაცია დაიწყო. 10 მაისს ღაზის სექტორიდან იერუსალიმის მიმართულებით სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა, საპასუხოდ ისრაელმა ღაზის სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიშები დაიწყო. ორივე მხარეს არის მსხვერპლი, მათ შორის დაღუპული არიან ბავშვები. ისრაელში საგანგებო ვითარებაა გამოცხადებული.

ისრაელმა ღაზის სექტორზე იერიში მიიტანა და გაანადგურა პალესტინური დაჯგუფება „ჰამასისა“ და „ისლამური ჯიჰადის“ სამიზნეები, ასევე რამდენიმე ბოევიკი, მათ შორის, მაღალი რანგის საველე მეთაურები.

თითქმის უწყვეტი სარაკეტო თავდასხმების შედეგად ისრაელის დასახლებულ პუნქტებში დაიღუპა ექვსი მშვიდობიანი მოქალაქე და ერთი სამხედრო. პალესტინის ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, ისრაელის შეტევის შედეგად ღაზის სექტორში დაიღუპა 87 ადამიანი.

„წმინდა მიწაზე განვითარებული საომარი მოქმედებები ადგილობრივ მცხოვრებთა და მთელი რეგიონის უდიდესი განსაცდელია, მაგრამ იგი, ამავე დროს, მილიონობით სხვა ადამიანის გულისტკივილია, მათ შორის, რა თქმა უნდა, საქართველოშიც, რადგან ჩვენი სულიერი ცხოვრება დიდად იყო და არის დაკავშირებული იერუსალიმთან და წმინდა მიწასთან. ამიტომაც, ბუნებრივია, ფრიად ვწუხვართ შექმნილი დაძაბული ვითარების გამო და მოვუწოდებთ ჩვენს მოსახლეობას,  ყოველდღიურ ლოცვებთან ერთად, განსაკუთრებულად შესთხოვონ ღმერთს მშვიდობა როგორც იერუსალიმისა და წმინდა მიწისთვის, ისე საქართველოსა და მთელი მსოფლიოსათვის“, - ნათქვამია კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვაში.

დღეს ისრაელში მიმდინარე სიტუაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შეაფასა. მან მკაცრად დაგმო ისრაელის ტერიტორიაზე მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული ძალადობა და სარაკეტო თავდასხმები. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის დეესკალაციასა და სისხლისღვრის შეჩერებას ალტერნატივა არ აქვს.

მთავარი თემები