09:57 19 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7754
  • 100 RUB4.3879
  • USD3.1681
რელიგია
მოკლე ბმულის მიღება
6710

მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიკეტა სასაფლაოები. შესაბამისად, აღდგომის მეორე დღეს, ორშაბათს მოსახლეობა ტრადიციულად ახლობლების საფლავებს ვერ მოინახულებს.

თბილისი, 2 მაისი — Sputnik. საქართველო, რომლის უდიდესი ნაწილი მართლმადიდებელი ქრისტიანებია, ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს.

აღდგომა ყოველწლიურად აღინიშნება გაზაფხულზე, მაგრამ კონკრეტული თარიღი არ არსებობს - ის საგანგებო საეკლესიო კალენდრით დგინდება. წელს აღდგომა 2 მაისს აღინიშნება.

Схождение Благодатного огня в Иерусалиме на православную Пасху
© REUTERS / CORINNA KERN
Схождение Благодатного огня в Иерусалиме на православную Пасху

აღდგომა უმთავრესი დღესასწაულია თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის. ამ დღეს ქრისტე მკვდრეთით აღდგა და ადამიანები პირველქმნილი ცოდვისგან დაიხსნა. მხოლოდ ამის შემდეგ გაიღო ადამიანთათვის სამოთხის ბჭე. ადამის მოდგმის მხსნელად მოვლენილმა მაცხოვარმა გოლგოთას მთაზე ჯვართან ერთად კაცობრიობის ცოდვა ზიდა.

Схождение Благодатного огня в Иерусалиме на православную Пасху
© REUTERS / CORINNA KERN
Схождение Благодатного огня в Иерусалиме на православную Пасху

ქრისტიანები აღდგომისთვის 48 დღე ემზადებიან - ამდენ ხანს გრძელდება დიდი მარხვა.

ამ დღეს ღამის 00:00 საათიდან საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა–ლოცვა იწყება, რომელიც დილამდე გრძელდება.

ქრისტიანები ერთმანეთს სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების დღეს ულოცავენ სიტყვებით „ქრისტე აღდგა! — ჭეშმარიტად აღდგა!“

ამ დღეს ჩვენში ყველა ოჯახში სადღესასწაულო სუფრა იშლება და ყველა სახლის კარი ღიაა სტუმრისთვის. ადამიანები უდიდესი სიხარულით აღნიშნავენ მაცხოვრის აღდგომას.

ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიკეტა სასაფლაოები. შესაბამისად, აღდგომის მეორე დღეს, ორშაბათს მოსახლეობა ტრადიციულად ახლობლების საფლავებს ვერ მოინახულებს. აკრძალვა 4 მაისის ჩათვლით მთელი ქვეყნის მასშტაბით იმოქმედებს.

სააღდგომოდ საქართველოში დიდი სუფრები იშლებოდა და სტუმრიანობა იყო. თუმცა წელს აღდგომის აღნიშვნა ყველას მხოლოდ ოჯახის ვიწრო წრეში უწევს. ვირუსმა პლანეტის ყველა ადამიანის გეგმები შეცვალა.

მთავარი თემები