ვნების კვირა დაიწყო: რა დაიშვება და რა იკრძალება ვნების შვიდეულში

© Sputnik / STRINGER მორწმუნეები ეკლესიაში
მორწმუნეები ეკლესიაში - Sputnik საქართველო, 1920, 26.04.2021
გამოწერა
იესო ქრისტეს ცხოვრებასთან დაკავშირებული მოსაგონებელი მოვლენების უდიდესი მნიშვნელობის გამო ვნების კვირის ყოველ დღეს დიდს ვუწოდებთ.

ვნების კვირა – დიდი მარხვის ბოლო, აღდგომისწინა კვირა.

ეს კვირა (უფრო სწორად, 6 დღე) იესო ქრისტეს ვნების, ჯვარცმისა და დასაფლავების მოგონებას ეძღვნება. ქრისტიანებმა მთელი ეს პერიოდი მარხვასა და ლოცვაში უნდა გაატარონ. ეს გლოვის დღეებია და ღვთისმსახურებსაც ტაძარში სამგლოვიარო, შავი სამოსი აცვიათ. 

სიონის საკათედრო ტაძარი - Sputnik საქართველო, 1920, 26.04.2021
საეკლესიო კალენდარი: 26 აპრილი

ორშაბათი, სამშაბათი და ოთხშაბათი იესო ქრისტეს მოწაფეებსა და ხალხთან უკანასკნელი საუბრების გახსენებას ეძღვნება. ამ დღეებში მსხვერპლშეწირვა არ ხდება და აღევლინება მხოლოდ პირველშეწირულ ძღვენთა ლიტურგია, რომელთა დროსაც სახარება სრულად იკითხება.

ვნების კვირაში, რომელიც დღეს იწყება და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულამდე გასტანს, არსებობს როგორც კანონიკური, ისე ხალხში გავრცელებული გარკვეული აკრძალვები, რომლებიც ძირითადად საკვებს უკავშირდება.

მაგალითად:

26-29 აპრილი — „მშრალი“ დღეები“, ამ დროს მხოლოდ პურის, ხილისა და ბოსტნეულის ჭამაა დაშვებული;
30 აპრილი — ყველაზე მძიმე დღე, ვინაიდან ამ დღეს საერთოდ არაა სასურველი საკვების მიღება;
1 მაისი — შეგიძლიათ მიირთვათ ცხელი კერძები, ოღონდ ცხიმის გარეშე.

ახლა რაც შეეხება იმას, თუ რისი გაკეთებაა აუცილებელი ხალხის რწმენით ამა თუ იმ დღეს ვნების შვიდეულში:

დიდი ორშაბათი – 26 აპრილი: ამ დღეს უნდა დასუფთავდეს სახლი და შეკეთდეს ყველაფერი, რაც შესაკეთებელია;

დიდი სამშაბათი – 27 აპრილი: ამ დღეს უნდა დაირეცხოს და დაუთოვდეს სარეცხი, შეკეთდეს სამოსი;

დიდი ოთხშაბათი – 28 აპრილი: სახლიდან უნდა გაიტანოთ ყველანაირი ნაგავი, მოამზადოთ კვერცხები შესაღებად; 

როგორ შევღებოთ კვერცხი ბუნებრივი საღებავებით - Sputnik საქართველო, 1920, 17.04.2020
როგორ შევღებოთ სააღდგომო კვერცხი

დიდი ხუთშაბათი – 29 აპრილი: იბანავეთ მზის ამოსვლამდე – მიიჩნევა, რომ წყალი ამ დღეს განსაკუთრებულ სამკურნალო თვისებებს იძენს. შემდეგ იწყება პასკების ცხობა. ოღონდ მანამ, სანამ ცომის მოზელას დაიწყებთ, ილოცეთ, რათა თქვენც განიწმინდოთ სულიერად და ასევე გაიწმინდოს სივრცე თქვენ გარშემო. თორემ, როგორც ამბობენ, პასკის ცომი არ ამოვა. ასევე ეწვიეთ ეკლესიას, დაანთეთ სანთლები და შემდეგ ეს თავმომწვარი სანთლები შინ წაიღეთ. ხალხის რწმენით, სწორედ ეს სანთლები დაიცავს თქვენს სახლს მომდევნო წლის განმავლობაში ყველა საფრთხისგან.

წითელი პარასკევი – 30 აპრილი: ამ დღეს შინ ნებისმიერი საქმის გაკეთება იკრძალება, დაშვებულია მხოლოდ კვერცხების შეღებვა და პასკის გამოცხობა;

შაბათი – 1 მაისი: ეს ყველაზე რთული დღეა დიასახლისებისთვის, ვინაიდან სწორედ შაბათს უნდა მომზადდეს ყველაფერი სააღდგომო სუფრისთვის. ამბობენ, რომ შაბათს შეგიძლიათ დამატებით შეღებოთ კვერცხებიც.

გახსოვდეთ: სანამ დიასახლისი სამზადისს შეუდგება, აუცილებლად უნდა წაიკითხოს „მამაო ჩვენო“, შემდეგ კი წარმოთქვას „უფალო, შეგვიწყალენ“.

და კიდევ ერთი გადმოცემა: ამბობენ, რომ პასკა უგემრიელესი და ულამაზესი გამოვა, თუ მის ცომს, მცხობელის გარდა, არავინ ნახავს, ხოლო ცხობის პროცესში არ იხმაურებთ.

წელს მართლმადიდებლური სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს 2 მაისს ზეიმობს.

ყველა ახალი ამბავი
0