17:56 14 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1366
  • 100 RUB4.6046
  • USD3.4283
რელიგია
მოკლე ბმულის მიღება
18920

დიდმარხვის მეექვსე კვირა დღეს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას ზეიმობს, რასაც ქრისტიანები ბაიაობას, ანუ ბზობას უწოდებენ. იგი ათორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაულია და ყოველთვის ემთხვევა ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირას.

თბილისი, 25 აპრილი – Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საღდესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ბზობის დღესასწაული მიულოცა.

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ერთ-ერთ მთავარ საუფლო დღესასწაულს — ბზობას აღნიშნავს. ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით ეკლესია-მონასტრებში საზეიმო წირვა აღევლინება. დღესასწაულთან დაკავშირებით მლოცველები ტაძრებში ბზის რტოებით და სანთლებით მიდიან. ეკლესიებში ბზა იკურთხება, რის შემდეგაც მორწმუნეებს სახლში მიაქვთ და მთელი წლის განმავლობაში ინახავენ.

„ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მწუხარება ხშირად ცვლის სიხარულს. სიხარული, სიყვარული და მწუხარება ცვალებადია. ყოველი დღე გვაახლოებს ჩვენ მეორედ მოსვლას. ადამიანმა უნდა იფიქროს, რა გველოდება ჩვენ წინ. დღეს აგრეთვე არის დღესასწაული ქართული ენისა, გილოცავთ ამ დღესასწაულებს“, – განაცხადა ილია მეორემ.

პატრიარქმა აღნიშნა, რომ ხალხმა უნდა იფიქროს მეორე მოსვლაზე, თუ როგორ შეხვდებიან ამ დღეს.

„მეორედ მოსვლა გარდაუვალია. ყოველმა ჩვენგანმა უნდა გამონახოს გზა, რომელიც მიდის სასუფეველში. ძალიან ხშირად ისმის წუხილის სიტყვები. ნუ შეგეშინდებათ! მაცხოვრის, ღვთის სიყვარული აღემატება ყოველგვარ ცოდვას, მაგრამ საჭიროა სინანული“, - აღნიშნა პატრიარქმა.

პატრიარქმა წირვის დასრულების შემდეგ  ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის რამდენიმე სასულიერო პირი ოქროს  ჯვრით დააჯილდოვდა და დეკანოზის ხარისხში აიყვანა.

მთავარი თემები