02:11 18 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0033
  • 100 RUB4.4956
  • USD3.2987
რელიგია
მოკლე ბმულის მიღება
66 0 0

7 იანვრის ღამეს საქართველოს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში საშობაო ღვთისმსახურება ჩატარდა. ის გუშინ, გვიან საღამოს დაიწყო და მთელ ღამეს გაგრძელდა.

თბილისი, 7 იანვარი – Sputnik. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მოსახლეობას შობის დღესასწაული მიულოცა და სადღესასწაულო წირვის შემდეგ მრევლი დალოცა.

შობა საქართველოში: პანდემიამ დღესასწაულის ტრადიციები შეცვალა >>

7 იანვარს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეშობას აღნიშნავს. საზეიმო ღვთისმსახურება ყველა მოქმედ ტაძარში გუშინ 23:00 საათზე დაიწყო და მთელი ღამე გაგრძელდა. მთავარი წირვა სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აღავლინა.

„ჩვენთან არს ღმერთი! გილოცავთ შობის დღესასწაულს. ღმერთმა დიდი მადლი გაგატანოთ ამ ტაძრიდან. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა თქვენ, საქართველო და მთელი მსოფლიო!“ – ბრძანა პატრიარქმა.

კორონავირუსის პანდემიის გამო წირვები უსაფრთხოების ყველა ზომის დაცვით გაიმართა.

კორონავირუსის გამო დღეს ტრადიციული საშობაო ალილო არ გაიმართება, თუმცა სასულიერო პირები თბილისს ავტოკოლონით შემოუვლიან და მოსახლეობას დღესასწაულს მიულოცავენ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, შობის ღამეს 21:00 საათიდან გადაადგილებაზე შეზღუდვა მოხსნილი იყო.

მთავარი თემები