12:20 24 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0228
  • 100 RUB4.4121
  • USD3.3044
რელიგია
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპატრიარქო (116)
103 0 0

საქართველოში ბევრი ადამიანი, მათ შორის ჟურნალისტები ინტერესდებიან კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობით, მასთან შეხვედრები გაუარესებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო შეიზღუდა

თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში გაუარესებული ეპიდვითარების გამო კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრები შეიზღუდა, ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ თავის Facebook-გვერდზე დაწერა.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება პატრიარქის ჯანმრთელობაზე ზრუნვით არის განპირობებული.

„საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინტერესდებიან ჟურნალისტები და არა მხოლოდ.
მოგახსენებთ, რომ პატრიარქი ბრძანდება საპატრიარქოში. ეპიდემიური ვითარებიდან გამომდინარე, მიღებულია რეკომენდებული ზომები და შეზღუდულია მასთან შეხვედრები“, - წერს ჯაღმაიძე.

დღეს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლიმ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე პანდემიასთან დაკავშირებით ღვთისმსახურების წესში ცვლილებების შეტანა არ იგეგმება, თუმცა თუ დადგა ამის აუცილებლობა და იქნება სპეციალისტების რჩევა, ამის შესახებ მსჯელობა გაიმართება. მისი თქმით, ბევრ ტაძარში მსახურების ჩატარების პრობლემა დადგა, რადგან ბევრი სასულიერო პირი კორონავირუსით არის ინფიცირებული.

საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა მძვინვარებს. ყოველდღიურად ათასობით ახალი შემთვევა დასტურდება. ქვეყანაში 28 ნოემბრიდან მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს. თუმცა ეს შეზღუდვები ეკლესიას არ შეხებია.

ქვეყანაში COVID-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 162 475-ს. ტესტირების შედეგად ბოლო 24 საათში გამოვლინდა COVID-19-ის 4 321 დადასტურებული შემთხვევა. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 4 301 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 133 511-მდე. გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაცვალების 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ 1 504 ადამიანი გარდაიცვალა.

 

 

თემები:
საქართველოს საპატრიარქო (116)

მთავარი თემები