15:07 25 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8137
  • 100 RUB4.2174
  • USD3.2202
რელიგია
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპატრიარქო (109)
87 0 0

საქართველოს პატრიარქმა გამოხატა შეშფოთება მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების გამო და მხარეებს მშვიდობისკენ მოუწოდა

თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მთიან ყარაბაღში სიტუაციის განსახილველად აზერბაიჯანის ელჩს ფაიგ გულიევს უმასპინძლა, იუწყება საქართველოს საპატრიარქო.

ელჩმა მის უწმინდესობას მადლობა გადაუხადა მიღებისთვის, ასევე  გავრცელებული განცხადებისა და მშვიდობისკენ მოწოდებისთვის.

თავის მხრიდან კათოლიკოს-პატრიარქმა მოულოცა გულიევს ელჩის თანამდებობის დაკავება და კვლავ გამოხატა შეშფოთება საბრძოლო მოქმედებების გამო.

„სიმართლეზე ძვირფასი არაფერია; უნდა ვეძიოთ იგი; სიმართლემდე კი გზა ნაბიჯ-ნაბიჯაა გასავლელი. ინებოს ღმერთმა, რომ ეს სამართლებრივი, მშვიდობიანი მეთოდებით განხორციელდეს“, - ბრძანა პატრიარქმა.

საქართველოს ეკლესიის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გუშინ ასევე სომხეთის ელჩს საქართველოში, რუბენ სადოიანს შეხვდა.

თემები:
საქართველოს საპატრიარქო (109)

მთავარი თემები