01:37 05 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4221
  • 100 RUB4.2811
  • USD3.0465
რელიგია
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპატრიარქო (99)
151 0 0

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ განაცხადა, რომ დღეს მოხდება თბილისის ქუჩების ხატის თანხლებით შემოვლა და ისხურება ნაკურთხი წყალი, რაც „განამტკიცებს ქალაქს“

თბილისი, 17 მაისი - Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ქადაგებისას მრევლი დალოცა და განაცხადა, რომ საქართველო მტკიცედ იდგება მართლმადიდებელ სარწმუნოებაზე, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ილია მეორის თქმით, როცა ის პატრიარქად აკურთხეს, იმ პერიოდში ათამდე ადამიანი მიდიოდა სიონის ტაძარში.

„მე ვფიქრობდი, რა გვეშველება-მეთქი. ისიც არ იცოდნენ, სეფისკვერი რისთვის იყო საჭირო. მე ადრე მოვდიოდი და უფასოდ, საჩუქრად ვურიგებდი სეფისკვერს. ხალხს უკვირდა, მერე გაიგეს მისი შინაარსი, მისი ძალა. დღეს მთელი საქართველო ქრისტიანია“, - აღნიშნა პატრიარქმა.

მისივე თქმით, დღეს მოხდება თბილისის ქუჩების ხატის თანხლებით შემოვლა და ისხურება ნაკურთხი წყალი, რაც „განამტკიცებს ქალაქს“.

„ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ვერავითარი უარყოფითი ძალა ვერ სძლევს საქართველოს სიყვარულსა და სიხარულს. საქართველო მტკიცედ იდგება მართლმადიდებელ სარწმუნოებაზე, ეს ჩვენი ბედია, ეს ჩვენი ჯილდოა. ღვთის ჯილდოა, რომ საქართველო იყოს მართლმადიდებელი. დალოცვილი იყავით. გაიხარეთ“, – განაცხადა ილია მეორემ.

პატრიარქმა ოჯახის სიმტკიცის დღეზე ისაუბრა.

„ერთი კვირა გრძელდებოდა დღესასწაული, რაც საქართველო წილხვედრია ღვთისმშობლისა და ერთი კვირის განმავლობაში ჩვენ შევთხოვდით ღვთისმშობელს, რომ წყალობა მოეღო საქართველოზე. დღეს არის ოჯახის სიმტკიცის დღესასწაული. ჩვენ ვლოცულობთ, რომ ჩვენი ოჯახები მტკიცე იყოს, ქრისტიანული იყოს, მორწმუნე იყოს. სადაც სარწმუნოება ჭეშმარიტია, იქ სიხარულია, იქ სიყვარულია“, – აღნიშნა ილია მეორემ.

პატრიარქი თავის ქადაგებაში შეეხო ოჯახის ცნებას და მკაფიოდ განსაზღვრა, რომ ოჯახი მამაკაცისა და ქალის კავშირს წარმოადგენს.

„საერთოდ უნდა ითქვას, რომ ოჯახი მუდამ დიდი პრობლემა იყო ადამიანისთვის. ოჯახი შესდგება ცოლისგან, ქმრისა და შვილებისგან. ქალის ხასიათი განსხვავებულია, მაგრამ მათ უნდა ამთლიანებდეს რწმენა და სიყვარული“, – ბრძანა ილია მეორემ.

ოჯახის სიწმინდის დღე საქართველოში 2013 წელს დაწესდა, როდესაც ლგბტ საზოგადოების მოწინააღმდეგეებმა ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქცია სასტიკად დაარბიეს. მათი ქმედების შედეგად 2013 წლის 17 მაისს 30 ადამიანი დაშავდა. ამის შემდეგ ლგბტ საზოგადოების დამცველთა აქციები პოლიციის დაცვის გარეშე არ გამართულა, ოჯახის სიწმინდის დღე კი რეგულარულად და მასშტაბურად აღინიშნება.

თემები:
საქართველოს საპატრიარქო (99)

მთავარი თემები