ილია მეორე: სიყვარული თუ აქვს ადამიანს, სიხარულიც ექნება

© Sputnik / STRINGERილია მეორე
ილია მეორე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ქადაგებისას აღნიშნა, რომ ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც ცხოვრობს სხვისთვის. ასეთი ადამიანები კი ცოტაა

თბილისი, 10 მაისი - Sputnik. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას მორწმუნეები დალოცა და აღნიშნა, რომ ადამიანებმა უნდა იფიქრონ თავისი ცხოვრების მიზანზე, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ილია მეორე: ეკლესია აღაშენა მაცხოვარმა და ბჭენი ჯოჯოხეთისა ვერ მოერევა მას >>

პატრიარქის თქმით, ცოტაა ადამიანი, რომელიც სხვისთვის ცხოვრობს. ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც ცხოვრობს სხვისთვის. ასეთი ადამიანები კი ცოტაა.

„ჩვენ ვცხოვრობთ ამქვეყნად და ხშირად ვერ ვგრძნობთ, ვერ ვხედავთ იმას, რა არის მიზანი  ჩვენი ცხოვრებისა, რას ვაკეთებთ. ზოგი ცხოვრობს თავისთვის, ზოგი ცხოვრობს სხვებისთვის, ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც ცხოვრობს სხვისთვის. მინახავს ასეთი ადამიანები, მაგრამ ცოტაა. ადამიანი მაინც თავის თავზე ფიქრობს. ჩვენი დიდი პოეტი ამბობს – „რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია”. ადამიანის ცხოვრება იმდენად რთულია, რომ ვერ გაიგებ, როდის ცხოვრობ შენთვის და როდის სხვისთვის“, – ამის შესახებ ილია მეორემ ქადაგებისას ისაუბრა.
ზესტაფონი - Sputnik საქართველო
საეკლესიო კალენდარი:10 მაისი

ილია მეორის თქმით, ბედნიერების მიღწევა ძალიან ძნელი, მაგრამ მისაღწევია - ბედნიერია ის, ვისაც გულში უფალი ჰყავს.

„ჩვენ ვხედავთ ხშირად, რომ ყველაფერი გააჩნია, მაგრამ მდიდარი არ არის ბედნიერი, აი ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ გული გაგვითბეს, გულში შევიდეს უფალი. ეს ძალიან ძნელია, მაგრამ მისაღწევია“, - იქადაგა პატრიარქმა.

ქადაგებისას პატრიარქმა ხაზგასმით თქვა, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, მაგრამ ღმერთი მოგვცემს ჩვენ მადლსა და ძალას.

„ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, მაგრამ ნუ გაგიტყდებათ გული, ნუ იფიქრებთ, რომ ამის მეტი გზა არ არის, არის, ღმერთი მოგვცემს ჩვენ მადლსა და ძალას. სიხარული სიყვარულის შედეგია. სიყვარული თუ აქვს ადამიანს, სიხარულიც ექნება. ღმერთი არის სიყვარული, ღმერთი იყოს თქვენთან და ჩვენთან. ღმერთმა ინებოს ჩვენი სულიერი გადარჩენა“, - აღნიშნა ილია მეორემ.

ილია მეორე კორონავირუსზე: ეს არის გაფრთხილება, ეს არის მოქცევა >>

ილია მეორემ ასევე გაიხსენა აფხაზეთის მიტროპოლიტოპის პერიოდი და აფხაზეთის უდაბნოში მცხოვრები მონაზვნები და მათი საოცარი ცხოვრება.

ყველა ახალი ამბავი
0