სასულიერო პირები ზუგდიდი-ცაიშის ეპარქიაში ქუჩებს აკურთხებენ

© photo: Sputnik / Nika Latariaზუგდიდ-ცაიშის ეპარქიაში ქუჩებს აკურთხებენ
ზუგდიდ-ცაიშის ეპარქიაში ქუჩებს აკურთხებენ - Sputnik საქართველო
გამოწერა
რამდენიმე დღის წინ ქუჩები სასულიერო პირებმა დედაქალაქსა და კარანტინში მყოფ მუნიციპალიტეტებშიც აკურთხეს.

თბილისი, 25 მარტი – Sputnik. კორონავირუსისგან დასაცავად ზუგდიდი-ცაიშის ეპარქიის სასულიერო პირებმა ზუგდიდის ქუჩების კურთხევა დაიწყეს, იტყობინება „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი ზუგდიდიდან. 

წყლის კურთხევის ცერემონია ზუგდიდის საკათედრო ტაძარში ცოტა ხნის წინ დასრულდა. ამის შემდეგ კი სასულიერო პირები ქალაქის სხვადასხვა უბნებისკენ მანქანებით დაიძრნენ. ქუჩების კურთხევის ცერემონიას ზუგდიდი-ცაიშის მიტროპოლიტი, მეუფე გერასიმე ხელმძღვანელობს. ისინი პიკაპის ტიპის ავტომანქანებით სხვადასხვა ქუჩებში გადაადგილდებიან.

ქუჩების წმინდა წყლით კურთხევა - Sputnik საქართველო
მეუფე გერასიმე: „დღეს უწმინდესთან ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას...“

მანამდე ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა, მეუფე გერასიმემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მეუფე გერასიმეს განცხადებით, ვინც ვერ მოდის ეკლესიაში სხვადასხვა მიზეზიდან გამომდინარე, მათ ნებისმიერ დროს სახლში აზიარებენ.

მისივე თქმით, ვისაც აქვს სიმპტომები და არიან თვითიზოლაციაში, დარჩნენ სახლში და გაითვალისწინონ სახელმწიფოსა და ეკლესიის რეკომენდაციები. რაც შეეხება ეკლესიაში ადგილების მონიშვნას და მრევლის გადანაწილებას, მეუფე ამბობს, რომ ყველა მითითებას გაითვალისწინებს, რაც საპატრიარქოს განცხადებაშია აღნიშნული.

 

ნიკა ლატარია

ყველა ახალი ამბავი
0