პატრიარქი: მთავარია უფალთან ვიყოთ

© photo: Sergo Sergi Sergi / FBსრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პატრიარქმა მოუწოდა მრევლს ლოცვისკენ, არ განეშორონ უფალს და მტკიცედ დადგნენ სულიერი განწმენდის გზაზე

თბილისი, 22 მარტი - Sputnik. გეუბნებიან, შორი-შორს დადექითო, ეკლესიის გარეთ დადექითო, ეს ყველაფერი თქვენთვის არის, ეს ყველაფერი იოლი შესასრულებელია, მთავარია, რომ უფალთან ვიყოთ,  არ უნდა შეგვეშინდეს, უფალი ჩვენთანაა, - ბრძანა სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ.

სრულიად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე - Sputnik საქართველო
ილია მეორე: სიყვარულის გარეშე არაფერი გამოდის, რადგან ღმერთი თვითონ სიყვარულია

„უფალი მოწყალეა, უფალი ჩვენთანაა და ჩვენ მასთან ვართ. ჩვენ უნდა ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენი გზა მივიდეს სასუფეველში. აი, თქვენ გეუბნებიან, რომ შორი-შორს დადექით, ეს არის მცირე საშუალება, რომელიც მოგვცა უფალმა. მთავარი ის არის, რომ ჩვენ უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს ამ რთულ გზაზე. გზა რთულია, მაგრამ ჩვენი გასავლელია. ჩვენ უნდა გავიაროთ ეს გზა. აი, ჩვენ სამღვდელოებას ვუთხარი მე, რომ ეს გზა მიგვიყვანს ჩვენ უფალთან და უფალი დაგვაყენებს მარჯვენა მხარეს. ვმადლობთ უფალს, რომ უფალი ასეთი მოწყალეა“, - ბრძანა პატრიარქმა.

პატრიარქმა შეახსენა მორწმუნეებს, რომ სახლში უნდა ჰქონდეთ ნაკურთხი წყალი, ყოველდღე უნდა ასხურონ ნაკურთხი წყალი სახლს და ოჯახის წევრებს, რათა ბოროტი სულისგან თავი დაიცვან.

პატრიარქმა მოუწოდა მრევლს ლოცვისკენ, შეევედრონ უფალს და მტკიცედ დადგნენ სულიერი განწმენდის გზაზე.

მეუფე გერასიმე: „როცა ადამიანი ავად არის, თავი უნდა შეიკავოს ეკლესიაში მოსვლისგან“ >>

ადრე საპატრიარქომ გამოაქვეყნა განცხადება, რომლის თანახმად ქართული ეკლესია ზიარების წესში ცვლილებას არ შეიტანს და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოღების გამო წირვა-ლოცვას არ გააუქმებს.

ამასთან, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 54-მდე გაიზარდა.

ყველა ახალი ამბავი
0