მეუფე გერასიმე: „დღეს უწმინდესთან ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას...“

© Sputnik / Vladimir Umikashviliქუჩების წმინდა წყლით კურთხევა
ქუჩების წმინდა წყლით კურთხევა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა ცხადდება. იკრძალება 10 კაცზე მეტი ადამიანის შეკრება. 

თბილისი, 21 მარტი - Sputnik. მივიღებთ გადაწყვეტილებას, საგანგებო მდგომარეობის პირობებში როგორ უნდა იმოქმედოს ეკლესიამ, განაცხადა ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა, გერასიმე შარაშენიძემ.

ნინო ლომჯარია - Sputnik საქართველო
ლომჯარია: საზოგადოებრივი თავშეყრის აკრძალვა რელიგიურ შეკრებებზეც გავრცელდება

ახალი კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა ცხადდება. სხვა შეზღუდვებთან ერთად, იკრძალება 10 კაცზე მეტი ადამიანის შეკრება. 

მეუფე გერასიმემ გამორიცხა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას რაიმე კავშირი ჰქონდეს გუშინ სინოდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან, რომელმაც ზიარების წესი არ შეცვალა.

მისი განცხადებით, ხელისუფლების გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო სასულიერო პირებისთვის.

„ჩვენთვისაც, სასულიერო პირებისთვის და მღვდელმთავრებისთვის მოულოდნელი იყო, შევიკრიბებით და ვიმსჯელებთ, ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოვიქცეთ, რა უნდა გავაკეთოთ. დღეს ყველა ტაძრებში არის ლოცვა და ალბათ, ძალიან გამიჭირდება მრევლის ინფორმირება, რომ ახალი რეგულაციები შემოვიდა. ჩვენც მივიღებთ გადაწყვეტილებას, ამ პირობებში როგორ უნდა იმოქმედოს ეკლესიამ“, – განაცხადა მეუფე გერასიმემ.

მისი თქმით, ეკლესია არ დაიკეტება, ხუთ საათზე ლოცვა იქნება, შემდგომ კი უწმინდესთან ერთად გადაწყდება, როგორ უნდა იმოქმედოს ეკლესიამ.

„ერთია სახელმწიფოს დამოკიდებულება და მიდგომა, მეორეა ეკლესია. არავინ ელოდება ასეთ სწრაფ რეაგირებას და სინოდის შეკრებას არ გამოვრიცხავ“, – აღნიშნა ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა.

ქრისტეს ქანდაკება - Sputnik საქართველო
ქრისტეს ქანდაკება COVID-19-ით დაზარალებული ქვეყნების დროშებით განათდა - ვიდეო

გუშინ სინოდის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ზიარების წესი არ შეიცვლება და ერთჯერადი ჭურჭლით მხოლოდ ზიარების შემდგომ დასაყოლებელი სასმლის მიღება იქნება ნებადართული.

21 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 48 შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის გამოჯანმრთელებულია ერთი. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 1966, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 259 ადამიანია.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით 18 მარტიდან საქართველოში ორი კვირით ჩაიკეტა საზღვრები უცხოელებისთვის, გამონაკლისი შემთხვევების გარდა. საზღვარგარეთიდან დაბრუნებულ საქართველოს ყველა მოქალაქეს კარანტინში გადაიყვანენ.

ქვეყანაში დახურულია საგანმანათლებლო დაწესებულებები. მუშაობის დისტანციურ რეჟიმზეა გადასული ყველა საჯარო უწყება და კერძო ორგანიზაციების ნაწილი. დახურულია კაფე-ბარები და რესტორნები, აბანოები, სპორტული დარბაზები. არ მოძრაობენ სამარშრუტო ტაქსები.

მთავრობამ სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა, ყველა სხვა სავაჭრო ობიექტის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. მუშაობენ ასევე ბენზინგასამართი სადგურები და ბანკები. გადაიდო ყველა სპორტული და გასართობი ღონისძიება.

ყველა ახალი ამბავი
0