05:03 18 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1104
  • 100 RUB4.5283
  • USD2.8678
რელიგია
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპატრიარქო (76)
98 0 0

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანებაში წერია, რომ გაფრთხილების მიუხედავად, მღვდელმონაზონი მედიით საპატრიარქოსა და ეკლესიის იერარქთა მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდა

თბილისი, 22 იანვარი - Sputnik. მღვდელმონაზონ ანდრია სარიას, რომელმაც სასულიერო იერარქების მიმართ მამათმავლობის ბრალდებები გამოთქვა, მსახურება აუკრძალეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანებაში, რომელიც 20 იანვრით თარიღდება, წერია, რომ გაფრთხილების მიუხედავად, ანდრია სარია მედიით საპატრიარქოსა და ეკლესიის იერარქთა მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდა.

„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქთა და საქართველოს საპატრიარქოს მიმართ მასმედიის საშუალებით კვლავ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებებისა და დაუსაბუთებელი ბრალდებების გამო მღვდელმონაზონ ანდრიას (სარია) აეკრძალოს მღვდელმოქმედება და მიეცეს დრო სინანულისთვის“, - წერია ბრძანებაში.

ჭყონდიდის ეპარქიიდან მღვდელ-მონაზონი ანდრია სარია ეროვნული არქივიდან 1982 წელს ამოღებულ წერილს აქვეყნებს, სადაც საუბარია მამათმავლობის პრობლემაზე. კერძოდ 5 მაშინდელი მოქმედი ეპისკოპოსი მიმართავს პატრიარქს, სადაც საუბარია ამ ცოდვით შეპყრობილი 3 ეპისკოპოსის და ერთი დაბალი სასულიერო იერარქის მხილებაზე. მათ შორის ერთი ახლა სინოდის წევრია, ერთი კი მოქმედი მღვდელი. თუმცა მამა ანდრია სარია შეგნებულად არ ასახელებს კონკრეტულ სახელებს, რადგან მისი წერილის გამოქვეყნების მიზანი კონკრეტული ადამიანების გასაჯაროება არ არის.

მღვდელ-მონაზვნის განმარტებით, მისი მიზანია ითქვას, რომ ეს პრობლემა დღეს არ დამდგარა და ოდითგანვე იყო, არქივში კი ამის დამადასტურებელი სხვა სკანდალური წერილებიც არსებობს.

თემები:
საქართველოს საპატრიარქო (76)

მთავარი თემები