22:41 11 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6138
  • 100 RUB4.1709
  • USD3.0743
რელიგია
მოკლე ბმულის მიღება
46 0 0

საქართველოში „ალილოს“ ტრადიცია 2001 წელს აღდგა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქ ილია მეორის კურთხევით.

თბილისი, 7 იანვარი — Sputnik. სამეგრელო-ზემო სვანეთის ყველა ეპარქიაში ეპისკოპოსებმა საშობაო წირვა-ლოცვა აღავლინეს და მრევლს შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს, იუწყება Sputnik საქართველოს კორესპონდენტი ნიკა ლატარია. 

ზუგდიდისა და ცაიშის, გერმანიისა და ავსტრიის მიტროპოლიტმა გერასიმემ, სამღვდელოებასთან ერთად, საშობაო წირვა-ლოცვა ზუგდიდში ივერიის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში აღავლინა.

„სრულიად საქართველოს ვულოცავ დღევანდელ დღესასწაულს. განსაკუთრებით მინდა მივულოცო ჩვენს სულიერ შვილებს აფხაზეთში, სამაჩაბლოში. მშვიდობა, კეთილდღეობა, ჯანმრთელობა, სიხარული და სიყვარული სუფევდეს საქართველოში“, — თქვა მეუფე გერასიმემ.

ფოთში შობის აღნიშვნა მახარობლებმა დილიდან დაიწყეს. ალილოს მონაწილეებმა მსვლელობა  ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიიდან საკათედრო ტაძრამდე მოაწყვეს. საზეიმო ცერემონიას, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეუერთდნენ. 

ალილოობა სამეგრელო-ზემო სვანეთის ეპარქიაში
photo: courtesy of Nika Lataria
ალილოობა სამეგრელო-ზემო სვანეთის ეპარქიაში

შეგროვილი სურსათ-სანოვაგე, ტრადიციულად, დღის ბოლოს სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაეცემათ. 19:00 საათზე მთავარ ნაძვისხესთან დაგეგმილია გრანდიოზული კონცერტი, სადაც ქორეოგრაფიული, ფოლკლორული, ვოკალური და საესტრადო ჯგუფები მიიღებენ მონაწილეობას. მოეწყობა საახალწლო სოფელი, სადაც მსურველებს, გლიტვეინითა და ტკბილეულით გაუმასპინძლდებიან. წარმატებულ სპორტსმენთა დაჯილდოების შემდეგ, ჯგუფი LOUDspeakers−ი ცეცხლოვან შოუს გამართავს. ელექტრონულ მუსიკას კი Djelesto წარმოადგენს.

ღვთისმსახურებმა ალილოს მსვლელობა დაიწყეს
photo: courtesy of Nika Lataria
ღვთისმსახურებმა ალილოს მსვლელობა დაიწყეს

რაც შეეხება ზუგდიდს, იქ ტრადიციული საშობაო „ალილო“ დადიანების ეზოში არსებული ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიიდან დაიწყო. მსვლელობა ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე გაგრძელდა და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში დასრულდა, სადაც საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინა.

მსვლელობაში მონაწილეობა მოსახლეობამ, მრევლმა და სამღვდელოებამ მიიღო. „ალილოს“ მონაწილეებმა, მოხალისეებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სპეციალურად მოწყობილ ურემზე ძღვენი დაალაგეს, რომელიც სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაეცემათ.

საქართველოში „ალილოს“ ტრადიცია 2001 წელს აღდგა კათოლიკოს–პატრიარქ ილია მეორის კურთხევით.

 

 

მთავარი თემები