16:44 24 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9215
  • 100 RUB4.3481
  • USD3.3073
რელიგია
მოკლე ბმულის მიღება
მართლმადიდებლური საეკლესიო კალენდარი 2019 (92)
68 0 0

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 27 დეკემბერს მოწამეთა: თვირსოსის, ლევკიოსის და კალენიკეს, მოწამეთა: ფილიმონისა, აპოლონისა, არიანესი და თეოტიქეს ხსენების დღეს აღნიშნავს.

 

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან ისინი მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.

წმიდა მოწამენი: თვირსე, ლევკიოსი და კალინიკე

წმიდა მოწამენი: თვირსე, ლევკიოსი და კალინიკე დეკიუსის (249-251) ზეობისას ეწამნენ ბითვინიის კესარიაში. როცა უსჯულო იმპერატორმა ქვეყანაში ქრისტიანთა დევნა დაიწყო, კესარიის მმართველმა კუმბრიკიუსმა მრავალი მორწმუნე მზაკვრობით გადადრიკა საცხოვნებელი გზიდან, სხვებს კი მუქარით აიძულებდა კერპების თაყვანისცემას. მაშინ ერთ-ერთმა ქრისტიანმა ლევკიოსმა საჯაროდ ამხილა მმართველის უსჯულოება, რისთვისაც იგი სასტიკად გვემეს, შემდეგ კი ქალაქგარეთ გაიყვანეს და მახვილით განგმირეს.

ამ დროს თვირსე, რომელიც კათაკმევლად იყო დადგენილი, მაგრამ ნათლისღება ჯერ არ მიეღო, კუმბრიკიუსთან გამოცხადდა და ქრისტეს სარწმუნოება უქადაგა. განრისხებულმა მმართველმა ბრძანა, ეგვემათ თვირსე, სახსრები ამოეგდოთ, ძვლები დაემსხვრიათ, თვალები დაეთხარათ მისთვის, შემდეგ კი გამლღვალი კალა გადაესხათ ზედ. ჯალათები ასეც მოიქცნენ, მაგრამ უფალმა ყველას თვალწინ სრულიად განკურნა მოწამე. ამ სასწაულმა კუმბრიკიუსი გონს ვერ მოიყვანა. მან განკარგულება გასცა, თვირსე შეებოჭათ და დილამდე საპყრობილეში გამოემწყვდიათ. ღამით ღვთაებრივმა ძალამ უფლის რჩეული სატუსაღოდან გაათავისუფლა. წმიდანმა დაუყოვნებლივ ქალაქის ეპისკოპოსს მიაშურა და მოინათლა, შემდეგ კი ისევ საკანში დაბრუნდა.

წარმართმა ქურუმმა კალინიკემ თვირსეს მიერ აღსრულებული სასწაულები რომ იხილა, შეიცნო კერპთა უძლურება. იგი მმართველთან გამოცხადდა, დაგმო წარმართული ცრურწმენა და ჭეშმარიტი ღმერთი აღიარა. ამის შემდეგ საკერპოში მიყვანილმა ქურუმყოფილმა გულში ილოცა: „უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჭეშმარიტო, ჩემგან მრავალგზის განრისხებულო და მაინც არა უკუქცეულო, აწ აღსდეგ შეწევნად ჩემდა და გამომიჩინე ძალი შენი“.

მაშინ კალინიკეს ჩაესმა ხმა უფლისა, რომელიც წინამდებარე ღვაწლში განამტკიცებდა, მის წინ მდგარი კერპი კი ნამსხვრევებად იქცა. ამის შემდეგ ნეტარ მოწამეს თავი მოკვეთეს.

წმიდა თვირსე, მმართველის ბრძანებით, ჯალათებს უნდა გაეხერხათ. ისინიც ბევრს ეცადნენ, მაგრამ ვერაფერს გახდნენ. წმიდანს სახე ისე საოცრად გაუბრწყინდა, რომ ვერავინ ვერ გაბედა მასთან მიახლოება. მაშინ თვირსემ ილოცა და მშვიდად შეჰვედრა სული უფალს.

წმიდა მოწამენი: ფილიმონი, აპოლონი, არიანე, თეოტიქე და ოთხი მხედარი

წმიდა მოწამენი: ფილიმონი, აპოლონი, არიანე, თეოტიქე და ოთხი მხედარი ეგვიპტის ქალაქ ანტინოეში ეწამნენ იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ზეობისას. როცა უსჯულო თვითმპყრობელმა ქრისტიანთა დევნა დაიწყო, თებაიდის მმართველმა არიანემ ბრძანა, მართლმორწმუნეები ან იძულებით გადაედრიკათ ჭეშმარიტი სარწმუნოებიდან, ან - წამებით დაეხოცათ.

ამ დროს შეიპყრეს აპოლონიც, რომელიც ტაძარში მედავითნედ მსახურობდა. მან ვერ გაუძლო წამებას და გადაწყვიტა, ხერხისთვის მიემართა: წარმართ ფილიმონს თავისი ტანსაცმელი მისცა და სთხოვა, მასში ჩაცმულს შეეწირა მსხვერპლი კერპებისათვის. ფილიმონი დათანხმდა, მაგრამ, როცა სამსხვერპლოს მიუახლოვდა, უეცრად ღვთის მადლმა გაუცისკროვნა გონება, ირწმუნა უფალი იესო ქრისტე, კერპებს ზურგი აქცია, მმართველ არიანესაკენ მიიქცა, პირჯვარი გადაისახა და უშიშრად აღიარა ქრისტიანობა.

მაშინ არიანემ ფილიმონი იცნო და იფიქრა, რომ ის ხუმრობდა, რადგან ფილიმონი მისი მუსიკოსი და გამრთობი იყო. მაგრამ, როცა მმართველის ერთგულმა კარისკაცმა მტკიცედ აღიარა ქრისტე, არიანე გააფთრდა. მან ბრძანა, დაუყოვნებლივ სიკვდილით დაესაჯათ ფილიმონი, მაგრამ ხალხმა მსჯავრდებულის შეწყალება ითხოვა.

ამ დროისათვის აპოლონი უკვე სინანულში იყო ჩავარდნილი თავისი სულმოკლეობის გამო და მხნედ აღიარა ქრისტე. მაშინ ფილიმონსა და აპოლონს წვივები დაუხვრიტეს, ბაწრებით შეკრეს და ქალაქის ქუჩებში ათრევდნენ მორწმუნეთა დასაშინებლად. შემდეგ ფილიმონი ზეთისხილის ხეზე დაკიდეს და ისრები

არიანე, რომელსაც თვალი კვლავ აუტანლად სტკიოდა, მიეახლა წმიდათა საფლავს, მისგან მიწა აიღო, ჭრილობაზე მიიდო და იესო ქრისტეს მიმართა ვედრებით. მას დაშავებული თვალი იმავ წამს მოურჩა, ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი და შესძახა: „მე - ქრისტიანი ვარ!“ მთელი სახლეულითურთ მოინათლა, პყრობილი მართლმორწმუნეები კი გაათავისუფლა. ხმამ არიანეს მოქცევის შესახებ თვით იმპერატორამდე მიაღწია. მაშინ მან მხედრები გაგზავნა მმართველის შესაპყრობად და რომში ჩასაყვანად.

ღვთის მადლით განმტკიცებულმა არიანემ რომში, თვით იმპერატორის წინაშეც გაბედულად აღიარა ჭეშმარიტი სარწმუნოება. განრისხებულმა დიოკლეტიანემ ბრძანა, რკინის ჯაჭვებით შეეკრათ უფლის რჩეული და ცოცხლად დაემარხათ, ნეტარი მოწამის ლოცვით მხედრები, რომლებმაც ის რომში ჩაიყვანეს, ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოექცნენ და იმპერატორის წინაშე გაბედულად აღიარეს თავი ქრისტიანებად. ამისთვის ისინი არიანესთან ერთად ზღვაში დაახრჩვეს.


მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

თემები:
მართლმადიდებლური საეკლესიო კალენდარი 2019 (92)

მთავარი თემები