საპატრიარქოს სპეციალურმა კომისიამ მარტვილში მუშაობა დაასრულა

© photo: Sputnik / Nika Latariaმარტვილის ეპარქია
მარტვილის ეპარქია - Sputnik საქართველო
გამოწერა
კომისიის წევრები შედიან მხოლოდ იმ ტაძრებში, სადაც წინამძღვრებმა საკუთარი ნებით დატოვეს ეპარქია ან თანამდებობა.

თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საპატრიარქოს სპეციალურმა კომისიამ მუშაობა დაასრულა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ლიკა ქორქია - Sputnik საქართველო
„მეუფე პეტრე წავიდეს მონასტერში და ილოცოს ჩვენთვის“ – ლიკა ქორქიას მწვავე რეაქცია

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა 31 ოქტომბრის სხდომაზე ჭყონდიდის უკვე ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე (ცაავა) მღვდელმთავრობიდან გადააყენა. ეპარქიის დროებით მმართველად წალკელი ეპისკოპოსი, მეუფე გრიგოლი დაინიშნა. მეუფე პეტრემ ეპარქია უკვე დატოვა. მასთან ერთად ეპარქია რამდენიმე სასულიერო პირმა და მონაზონმა დატოვა.

საპატრიარქოს მიერ შექმნილი ეპარქიის გადაბარების დროებითი კომისია დღეს წყლის ქარხანასა და სალხინოს წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის საგანმანათლებლო გიმნაზიაში იმყოფებოდა. როგორც სპეციალური კომისიის ერთ-ერთმა წევრმა, მამა გიორგიმ (ქვარცხავა) განაცხადა, კომისია ხვალიდან აბაშაში გააგრძელებს მუშაობას.

„ვიმყოფებოდით წყლის ქარხანაში, ასევე მეუფე გრიგოლი ბრძანდებოდა სკოლა-გიმნაზიაში, სადაც ადგილობრივი პრორექტორი დანიშნა და თვითონ საფინანსო მხარე გადმოიბარა. ამით ფაქტობრივად დასრულებულია მარტვილის მხარე და დილიდან უკვე გადავალთ აბაშაში, სადაც ჩვეულებრივ რიტმში შევუდგებით საქმიანობას“, – განაცხადა მამა გიორგიმ.

მამა პეტრემ (ცაავა) მარტვილის ეპარქია დატოვა - Sputnik საქართველო
პროტესტი ჭყონდიდის ეპარქიაში: სასულიერო პირები ეპარქიას ტოვებენ

მისი განმარტებით, კომისიის წევრები არ შედიან იმ ტაძრებსა და მონასტრებში, სადაც არიან წინამძღვრები, სადაც არიან მმართველები. ისინი მიდიან მხოლოდ იქ, სადაც ღვთისმსახურებმა საკუთარი ნებით დატოვეს ეპარქია ან თანამდებობა.

წმინდა სინოდის წევრებმა განაცხადეს, რომ ქართულ ეკლესიას პატრიარქის ასეთი შეურაცხყოფა, როგორიც მას მამა პეტრემ მიაყენა, არ უნახავს. ილია მეორემ, თავის მხრივ, სინანული გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ მამა პეტრე, რომელიც განსაკუთრებული მღვდელმსახური იყო, ასე შეიცვალა.

პეტრე ცაავა: სინოდის სხდომა პირდაპირ ეთერში გადაიცეს >>

პატრიარქის გადაწყვეტილებით, მამა პეტრე გამწესდა შიომღვიმის მონასტერში, მაგრამ ყოფილმა მიტროპოლიტმა ითხოვა გამწესება ინჩხურის მონასტერში, რომელიც ჭყონდიდის ეპარქიაში შედის. ამაზე პატრიარქისგან უარი მიიღო, ის კი, მისი განცხადებით, შიომღვიმეში წასვლას არ აპირებს. 

ყველა ახალი ამბავი
0