ჭყონდიდის ახალმა მიტროპოლიტმა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში წირვა პირველად აღავლინა

© photo: Sputnik / Nika Latariaმარტვილის ეპარქია
მარტვილის ეპარქია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა ჭყონდიდის ეპარქიაში დარჩება მანამ, სანამ ეკონომისტები და იურისტები ეპარქიის გადაბარების პროცესს არ დაასრულებენ

თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. მარტვილში, ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში საკვირაო წირვა ჩატარდა, რომელსაც ჭყონდიდის ეპარქიის დროებითმა მმართველმა, მეუფე გრიგოლმა პირველად აღავლინა, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.

მსახურებაში სხვადასხვა ეპარქიისა და ტაძრების სამღვდელო პირები მონაწილეობენ. რაც შეეხება მრევლს, როგორც ისინი აცხადებენ, მოძღვრის კურთხევით, ჭყონდიდის ეპარქიაში შემავალი სხვადასხვა ტაძრებიდან არიან მისულები.

„ძალიან ბევრია გაკეთებული ამ ეპარქიაში, ბევრი კეთდება და გაკეთდება. სპეციალურადაა ჩამოსული კომისია, ძალიან რთული სიტუაციაა, მაგრამ ვცდილობ მშვიდად, ლოცვა- კურთხევით გავაკეთოთ ყველაფერი და გაგრძელდეს ცხოვრება ამ ეპარქიაში. მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც ამ ეპარქიაში მოღვაწეობდა, მეუფე პეტრეს“, - ქადაგებისას ბრძანა მეუფე გრიგოლიმ.

მეუფე გრიგოლმა ყველას, ვინც ესწრებოდა წირვას, მადლობა გადაუხადა.

„მადლობა, სასულიერო პირებს, მამებს, მრევს, საზოგადოებას და  მადლობა ჟურნალისტებს, რომლებიც 24 საათი აქ იყვნენ, დღე და ღამე აქ ათენებდნენ. შეიძლება ამ სიტუაციაში ვერ გიპასუხეთ ბოლომდე. არ ვარ გამოცდილი ამ საქმეში“, - აღნიშნა მან.

ჭყონდიდის ეპარქიაში დღეს იურისტებსა და ეკონომისტებს ელიან, რომლებიც ინვენტარიზაციას ჩაატარებენ.

მღვდელმთავრობიდან გადაყენებული პეტრე ცაავა ჯერ ისევ მარტვილის ეპარქიაში იმყოფება, თუმცა საკვირაო წირვას არ დაესწრო და მედიასთან არ გამოჩენილა.

ნიკა ლატარია

ყველა ახალი ამბავი
0