15:20 10 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2606
  • 100 RUB4.6194
  • USD2.9446
საპატრიარქო

მომდევნო კვირას კვლავ სინოდის სხდომა გაიმართება: რას მოითხოვს სამღვდელოება

© photo: Sputnik / Levan Avlabreli
რელიგია
მოკლე ბმულის მიღება
საეკლესიო სკანდალი საქართველოში (31)
131701

წმიდა სინოდის დღევანდელ სხდომაზე მიტროპოლიტ პეტრე ცაავას აეკრძალა მღვდელმოქმედება, ის გათავისუფლდა ეპარქიის მმართველობისა და წმინდა სინოდის წევრობისაგან

თბილისი, 31 ოქტომბერი - Sputnik. მომდევნო კვირას წმინდა სინოდის კიდევ ერთი რიგგარეშე სხდომა გაიმართება, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

მეუფე პეტრე პატრიარქს უყვიროდა - სამღვდელოებამ სინოდზე მომხდარის შესახებ ისაუბრა >>

დღეს, 31 ოქტომბერს წმინდა სინოდის რიგგარეშე სხდომა გაიმართა. ამ სხდომაზე მეუფე პეტრეს ჭყონდიდის მიტროპოლიტის წოდება ჩამოერთვა და სინოდიდან გარიცხეს. მიზეზი კი გახდა მამათმავლობის ბრალდება, რომელიც მან კათოლიკოს-პატრიარქს წაუყენა. პეტრე ცაავას თქმით, მან მოითხოვა დრო იმისათვის, რომ მოწმეები წარმოადგინოს, მაგრამ მას უარი ეთქვა.

ტელეკომპანია „სანდო წყაროზე“ დაყრდნობით იუწყება, რომ სხდომაზე სასულიერო პირები მეუფე პეტრეს მსახურებიდან განყენებას მოითხოვენ.

დღეს წმინდა სინოდის სხდომაზე მეუფე პეტრეს ჭყონდიდის მიტროპოლიტის წოდება ჩამოერთვა და სინოდიდან გარიცხეს. პეტრე ცაავას ასევე აეკრძალა მსახურება ტაძარში, მაგრამ ის მაინც მღვდლად რჩება.

„მიტროპოლიტ პეტრეს... აეკრძალოს მღვდელმოქმედება, განთავისუფლდეს ეპარქიის მმართველობისა და წმინდა სინოდის წევრობისაგან და გამწესებულ იქნას მონასტერში მოსანანიებლად“, - ნათქვამია სინოდის სხდომის ოქმში.

აღსანიშნავია, რომ სინოდზე უწმიდნესმა ბრძანა, რომ „მეუფე პეტრე იყო გამორჩეული მღვდელმთავარი, იგი იყო ახალშექმნილი ხევის პირველი ეპისკოპოსი და მეტად სამწუხაროა მისი ამგვარი ცვლილება“.

თემები:
საეკლესიო სკანდალი საქართველოში (31)

მთავარი თემები