19:07 14 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2566
  • 100 RUB4.5941
  • USD2.9568
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე

პატრიარქმა საკვირაო წირვის შემდეგ წმინდა ამბროსი ხელაიას მოღვაწეობაზე ისაუბრა

© Sputnik / Vladimir Umikashvili.
რელიგია
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპატრიარქო (60)
62 0 0

პატრიარქმა წმინდა ამბროსი ხელაიას ცხოვრებაზე ისაუბრა, რომლის ხსენებასაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს აღნიშნავს

თბილისი, 20 ოქტომბერი -  Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საპატრიარქო ტაძარში წირვის შემდეგ, მრევლს ქადაგებით მიმართა, იუწყება პირველი არხი.

წმინდა ამბროსი ხელაია 1921-1927 წლებში იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, 2013 წელს მას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

პატრიარქმა წმინდა ამბროსი ხელაიას ცხოვრებაზე ისაუბრა, რომლის ხსენებასაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს აღნიშნავს.

„გილოცავთ ამბროსი ხელაიას ხსენების დღეს. უწმინდესი და უნეტარესი ამბროსი ხელაია იყო დიდი მოღვაწე, თავდადებული მოღვაწე. ჩვენ თავსა და ქედს ვიხრით მის წინაშე. დიდი გაჭირვება და განსაცდელი გამოიარა მან. მისი ლოცვა შეგვეწიოს. ეკლესიამ აღიარა ის, როგორც წმინდანი, როგორც აღმსარებელი“, - აღნიშნა პატრიარქმა.

ილია მეორემ ასევე ისაუბრა ამერიკის ქართული სამღვდელოების იუბილეზე და ეპარქიას დღესასწაული მიულოცა.

ილია მეორე: ხშირია შემთხვევა, როდესაც ახალგაზრდები იკლავენ თავს - ეს ბოროტი სულის გავლენაა >>

„დღეს კიდევ ერთი დღესასწაულია. დღესასწაული ამერიკის ქართული სამღვდელოებისა. მე ვულოცავ ეპისკოპოს საბას, რომელიც ხელმძღვანელობს ამერიკის ეკლესიას. ეს მრევლი და სამღვდელოება იყო დაარსებული ბათუმის მიტროპოლიტის, მეუფე დიმიტრის მიერ. ჩვენგან წავიდა დიდი დელეგაცია, რათა მიიღონ მონაწილეობა ამ ზეიმში. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგამრავლოთ და მოგცეთ შვილები ბრძენი, თავდადებული სამშობლოსათვის“, – მიმართა პატრიარქმა მრევლს.

პატრიარქმა საკვირაო წირვის შემდეგ მოჭადრაკეები დალოცა.

თემები:
საქართველოს საპატრიარქო (60)

მთავარი თემები