19:20 21 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2956
  • 100 RUB4.6553
  • USD2.9776
ღვთისმსახურება სამებაში

ილია მეორე: საჭიროა დიდი ყურადღება, რომ მიწიერმა, ხორციელმა არ გაიტაცოს ადამიანი

© Sputnik / STRINGER
რელიგია
მოკლე ბმულის მიღება
მართლმადიდებლური საეკლესიო კალენდარი 2019 (204)
61 0 0

19 აგვისტოს მართლმადიდებლური სამყარო ფერიცვალების დღესასწაულს ზეიმობს

თბილისი, 19 აგვისტო  - Sputnik.  საჭიროა დიდი ყურადღება, რომ მიწიერმა, ხორციელმა არ გაიტაცოს ადამიანი, განაცხადა კათალიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ფერიცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღვთისმსახურებისას.

19 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერიცვალების დღესასწაულს აღნიშნავს, რომელიც 12 უდიდეს დღესასწაულთა რიცხვში შედის და იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების ერთ-ერთ ცნობილ ეპიზოდს უკავშირდება.  წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს თაბორის მთაზე იესო ქრისტემ სამი მოწაფის - პეტრეს, იაკობისა და იოანეს წინაშე ფერი იცვალა და თავისი ღვთაებრივი დიდებულება აჩვენა. 

© Sputnik / Vladimir Umikashvili.
GEO - საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ფერიცვალებას აღნიშნავს

 „ჩვენ დღეს ვფიქრობთ, რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ფერისცვალება მოხდეს ჩვენში. ერთ მდგომარეობაში არაფერი ჩერდება, ყველაფერი მოძრაობს, იცვლება. ძველი რომაელები ამბობდნენ, დრონი იცვლებიან და ჩვენ ვიცვლებით მასთან ერთადო. დღეს, როცა ასეთი ცვლილებებია ადამიანის სულში, ბუნებაში, გონებაში, საჭიროა დიდი ყურადღება, რომ მიწიერმა, ხორციელმა არ გაიტაცოს ადამიანი. ადამიანი ან მაღლა ადის სრულყოფის კიბეზე ან დაბლა ჩადის. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ავიდეთ მაღლა და შევხვდეთ უფალს. წყალობა ღვთისა, ნათელი ღვთისა, მადლი ღვთისა გფარავდეთ თქვენ და საქართველოს“, – განაცხადა პატრიარქმა.

ფერისცვალების დღესასწაულზე ტაძრებში ყურძენი და ხილი იკურთხება. მარხულთათვის ეს დღე თევზით ხსნილია. 

ფე­რის­ცვა­ლე­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე წირ­ვის შემ­დგომ ხილის კურ­თხე­ვა სიმ­ბო­ლუ­რად იმას ნიშ­ნავს, რომ კურ­თხე­ვით გა­ნიწ­მინ­დე­ბა ადა­მის ცოდ­ვით შე­ბილ­წუ­ლი ხილი და იმ სიწ­მინ­დეს იბ­რუ­ნებს, რომ­ლი­თაც ედე­მის ბაღ­ში იყო მო­სი­ლი.

 

თემები:
მართლმადიდებლური საეკლესიო კალენდარი 2019 (204)

მთავარი თემები