ილია მეორე: სამსახური საჭიროა, მაგრამ პირველი შვილების აღზრდაა

გამოწერა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას დედის როლზე ისაუბრა

თბილისი, 4 აგვისტო - Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას მრევლს მარიამ მაგდალინელის დღესასწაული მიულოცა და დედის როლზე ისაუბრა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

პატრიარქმა აღნიშნა, რომ იმ დროს, როდესაც მაცხოვარი ჯვარს აცვეს და მოწაფეებმა დატოვეს უფალი, მარიამ მაგდალინელი იდგა ჯვრის გვერდით და ის სიყვარული, რომელიც იყო მაცხოვარსა, მარიამ მაგდალინელს და მენელსაცხებლე დედებს შორის, ეს არის მაგალითი, როგორ ერთგულად უნდა იმოღვაწეოს ყოველმა ქალმა, როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს ეკლესიასთან, ოჯახთან.

„მრავალი შემთხვევაა, როდესაც დედა ტოვებს ოჯახს და მიდის სამსახურში. სამსახური საჭიროა, მაგრამ პირველი შვილების აღზრდაა. ღმერთმა ძალა მოგცეთ, ღმერთმა სიბრძნე მოგცეთ, ღმერთმა ინებოს, რომ ყოველმა დედამ აღასრულოს თავისი ვალი. ღვთისა და სამშობლოს წინაშე. ჩვენთან არს ღმერთი“, – ბრძანა პატრიარქმა.

ილია მეორე - Sputnik საქართველო
დღეს ილია მეორის ანგელოზის დღეა

წმიდა მენელსაცხებლე, მოციქულთასწორი მარიამ მაგდალინელი

წმიდა მოციქულთასწორი მენელსაცხებლე მარიამ მაგდალინელი გენესარეთის ტბის პირას, კაპერნაუმსა და ტიბერიადას შორის მდებარე პატარა ქალაქ მაგდალაში დაიბადა და აღიზარდა. საეკლესიო გადმოცემის მიხედვით, იგი, მშვენიერი და მომხიბლავი, ყმაწვილქალობაში თავშეუკავებლად ცხოვრობდა. სახარება გვამცნობს, რომ მომავალ წმიდანში შვიდი ეშმაკი ბუდობდა. მას შემდეგ, რაც იესო ქრისტემ სნეული მარიამი განკურნა, იგი ღვთაებრივი სიყვარულით აენთო და მაცხოვრის ერთგული მოწაფე და მიმდევარი შეიქნა. მარიამ მაგდალინელი თან ახლდა მაცხოვარს, როცა იგი მოციქულებთან ერთად იუდეისა და გალილეის ქალაქებსა და დაბებში მოგზაურობდა სახარების ქადაგებით. როგორც ჩანს, ლუკა მახარებელი მასაც გულისხმობს იმ დედებში, რომლებიც თან გაჰყვნენ გოლგოთაზე მაცხოვარს. მარიამ მაგდალინელი ღვთისმშობელთან და მოციქულ იოანესთან ერთად მოძღვრის გვერდით იდგა მაშინაც, როცა მას - ჯვარცმულსა და დამცირებულს - ყველა მოწაფე შემოეფანტა.

ყველა ახალი ამბავი
0