როდის იწყება პეტრე -პავლობის მარხვა 2019 წელს

© photo: Sputnikსიონი
სიონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საეკლესიო კალენდრის მიხედვით 2019 წელს 24 ივნისს პეტრე-პავლობის მარხვა იწყება და 19 დღე გასტანს.

პეტრე-პავლობის მარხვა  სულთმოფენობიდან ერთი კვირის შემდეგ პირველ  ორშაბათს იწყება და გრძელდება პეტრე-პავლობის დღესასწაულამდე, რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესია 12 ივლისს ზეიმობს.

სულთმოფენობის დღესასწაული, თავის მხრივ, ბრწყინვალე აღდგომის მოძრავი თარიღის მიხედვით გამოითვლება. აქედან გამომდინარე, პეტრე-პავლობის მარხვის ხანგრძლივობა აღდგომის თარიღზეა დამოკიდებული. ის ყველაზე დიდი ექვსი კვირა  ხოლო ყველაზე მცირე — 7 დღე გრძელდება.

პეტრე-პავლობის მარხვა დიდმარხვასა და ვნების შვიდეულთან შედარებით მსუბუქი მარხვაა, ის ოთხშაბათის და პარასკევის გარდა ხსნილია თევზით.

მცხეთის ჯვრის ტაძარი - Sputnik საქართველო
საეკლესიო კალენდარი: 23 ივნისი

როგორ იქნა შემოღებული  პეტრე-პავლობის მარხვა

პეტრე-პავლობის მარხვას ძველად „ერგასის შემდგომს“ უწოდებდნენ. საეკლესიო გადმოცემით, იგი ჯერ კიდევ მოციქულებს დაუწესებიათ.

სულთმოფენობის შემდეგ მოციქულები მარხვითა და ლოცვით ემზადებოდნენ სახარების საყოველთაო ქადაგებისთვის; დააარსეს ეკლესიები და ხელი დაასხეს ხუცებს.

წყაროებიდან ჩანს, რომ პეტრე-პავლობის მარხვა თავდაპირველად მხოლოდ ერთი კვირა გრძელდებოდა. მერე კი, როდესაც მთელ მსოფლიოში ერთსა და იმავე დღეს დაიწყეს მოციქულების პეტრესა და პავლეს ხსენება, მარხვის ხანგრძლივობაც გაიზარდა - დადგინდა, მათი ხსენების დღემდე, ე.ი. 12 ივლისამდე ემარხულათ.

ეს მარხვა სულთმოფენობის შემდგომ ესპანეთის 517 წლისა და ტრულის 582 წლის II საეკლესიო კრებაზე განაწესეს.

VII საუკუნის ჯვრის მონასტერი - Sputnik საქართველო
საეკლესიო კალენდარი: 22 ივნისი

ვინ იყვნენ მოციქულები პეტრე და პავლე

წმიდა მოციქულები პეტრე და პავლე თავიანთი მოციქულებრივი და მოწამეობრივი ღვაწლით გამორჩეულნი არიან სხვა მოციქულთა შორის, რის გამოც ეკლესია მათ იხსენიებს, როგორც „თავთა მოციქულთა“. მიუხედავად იმისა, რომ ისინი სხვადასხვა გზით მოვიდნენ ქრისტესთან.

პეტრე თორმეტ მოწაფეთაგანია, ხოლო პავლე ქრისტიანთა ყოფილი მდევნელი სავლე,რომელიც  სასწაულებრივი მოქცევის შემდეგ გახდა უფლის უდიდესი მსახური. ისინი ერთდრულად აღესრულნენ იმპერატორ ნერონის დროს, 67 წელს, როდესაც პეტრე თავდაყირა გააკრეს ჯვარზე, ხოლო პავლეს თავი მოჰკვეთეს.

ყველა ახალი ამბავი
0