საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიები აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავენ

© Sputnik / Anna Yarovikovaევანგელისტურ-ლიუთერანული ეკლესია თბილისში
ევანგელისტურ-ლიუთერანული ეკლესია თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლოცვა 11:00 საათიდან მიმდინარეობს

თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. ევანგელური ეკლესია „სიცოცხლის სიტყვა“ აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შეკრებილი მრევლი ლოცვასთან ერთად, თეატრალიზებულ წარმოდგენას მართავს. სპეციალურად მომზადებული სიტყვით უფლის ღვაწლისა და საქმის შესახებ მრევლს პასტორი მიმართავს.

გიორგი გახარია ზემო თეკლათის ეკლესიაში აღდგომის დღესასწაულზე - Sputnik საქართველო
გიორგი გახარიამ საზეიმო ლიტანიობაში მიიღო მონაწილეობა

„თუ გვწამს აღდგომის, მაშინ ჩვენ გვაქვს რწმენა იმისა, რომ ღმერთს შეუძლია ნებისმიერი მკვდარი მდგომარეობის შეცვლა და სიკვდილზე გამარჯვება. ქვეყანა, რომელსაც სწამს ქრისტეს აღდგომის, მას აქვს შანსი, რომ არანაირი სიკვდილი და უკუსვლა არ უნდა ემუქრებოდეს, ერს აქვს მომავალი და გამარჯვება“, – აცხადებს საქართველოს „სიცოცხლის სიტყვის“ ეკლესიების უფროსი პასტორი მამუკა ჯებისაშვილი.

ასევე, საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია აღნიშნავს აღდგომის დღესასწაულს. ეკლესიის ეპისკოპოსმა, მალხაზ სონღულაშვილმა აღნიშნა, რომ აღდგომის დღესასწაული მარტო ქრისტიანების არ არის, ეს არის ყველა ადამიანის, ვისთვისაც ძვირფასია თავისუფლება, სიხარული, მშვენიერება და შერიგება.

„პირველ რიგში არის წირვა, დიდი წირვა. როცა დავიყენებთ აღდგომას, ხოლო წირვის შემდეგ არის სააღდგომო სპექტაკლი, სააღდგომო სპექტაკლს მოსდევს სააღდგომო ფესტივალი, ხოლო დილით ცისკრის ლოცვა, როდესაც ჩვენ ყველანი დილას ვხვდებით და ამით ვიხსენებთ იმ დილას, როდესაც მაცხოვარი მკვდრეთით აღმდგარი იხილეს მისმა ერთგულმა მოწაფეებმა, ქალებმა. მთელი ქარგა ამაზეა აწყობილი, ღამისთევით ლოცვაზე, მსახურებაზე, ფიქრზე, მედიტაციაზე და ასევე ზეიმზე“, - აღნიშნა სონღულაშვილმა.

ყველა ახალი ამბავი
0