03:44 20 აგვისტო 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2434
  • 100 RUB4.3709
  • USD2.9225
თბილისის აეროპორტში მორწმუნეები წმიდა ცეცხლის ჩამობრძანებას ელოდებიან

ჩარტერული რეისი იერუსალიმიდან თბილისში დაეშვა: წმინდა ცეცხლი საქართველოშია

© Sputnik / Shota Nozadze
რელიგია
მოკლე ბმულის მიღება
აღდგომა 2019: ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ (45)
149 0 0

მართლმადიდებელი სამყარო დღეს იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, ცეცხლის გადმოსვლის მოწმე გახდა. ზეციური ცეცხლი საფლავზე თბილისის დროით 15:32 საათზე გადმოვიდა.

თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. ქართველ პილიგრიმთა ჯგუფი იერუსალიმიდან წმინდა ცეცხლი თბილისის აეროპორტში oo:15 საათზე ჩამოაბრძანა, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი თბილისის საწრთაშორისო აეროპორტიდან.

აეროპორტში მომლოცველებს სასულიერო პირები და მრევლი დახვდათ. ცეცხლის წაღება ნებისმიერ მსურველს შეეძლო.

წმინდა ცეცხლს აეროპორტიდან ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში გადააბრძანებენ, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სააღდგომო ლიტურგიას აღავლენს. წმინდა ცეცხლს საქართველოს ყველა მოქმედ ეკლესიაში მიაბრძანებენ.

მართლმადიდებელი სამყარო დღეს იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, ცეცხლის გადმოსვლის მოწმე გახდა. ზეციური ცეცხლი საფლავზე თბილისის დროით 15:32 საათზე გადმოვიდა.

წმინდა ცეცხლს ჭეშმარიტების ნათელს უწოდებენ, რომელიც სიმბოლურად იესო ქრისტეს აღდგომას განასახიერებს. მაცხოვრის საფლავი იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში მდებარეობს, რომელიც IV საუკუნეში დედოფალ ელენეს ბრძანებით აშენდა.

ცეცხლის გადმოსვლის საიდუმლოში მონაწილეობენ არაბი ქრისტიანები, რადგან  სწორედ ასე — ხმამაღალი შეძახილებით და საყვირებით — ლოცულობდნენ ძველი ებრაელები მტრის ქალაქ იერიქონთან, როცა მისი კედლები ინგრეოდა. ასევე როკავდა და გალობდა მეფსალმუნე დავით წინასწარმეტყველი აღთქმის კიდობნის წინაშე. 

ცეცხლის გადმოსვლისთვის ლოცულობენ ბერები და ასევე ამ მოვლენის უმთავრესი მონაწილეა იერუსალიმის პატრიარქი თეოფილე მესამე — მსოფლიოში უძველესი იერუსალიმის ეკლესიის მეთაური.

წმინდა ცეცხლის გადმოსვლის შემდეგ იერუსალიმის პატრიარქმა აანთო სანთლები, იქ დამსწრე მომლოცველები დალოცა და წმინდა ცეცხლი დაურიგა, ცეცხლი თავდაპირველად არ არის მხურვალე, არ წვავს.

არსებობს მოსაზრება, რომ როდესაც მაცხოვრის საფლავზე ღვთიური ცეცხლი არ გადმოვა, ეს მოვლენა ანტიქრისტეს მოსვლის და სამყაროს აღსასრულის მომასწავებელი იქნება.

თემები:
აღდგომა 2019: ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ (45)

მთავარი თემები