00:28 22 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3000
  • 100 RUB4.6712
  • USD2.9781
იერუსალიმში მაცხოვრის საფლავზე ზეციური ცეცხლი გადმოვიდა

იერუსალიმში მაცხოვრის საფლავზე ზეციური ცეცხლი გადმოვიდა - ვიდეოკადრები

© video: Sputnik .
რელიგია
მოკლე ბმულის მიღება
აღდგომა 2019: ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ (45)
33420

იერუსალიმში ქართველ პილიგრიმთა ჯგუფიც იმყოფება, რომელიც წმინდა ცეცხლს საქართველოში ჩარტერული რეისით დღეს გვიან საღამოს ჩამოაბრძანებს

თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. იერუსალიმში, ქრისტეს აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლის გადმოსვლის რიტუალი შესრულდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მართლმადიდებელი სამყარო დღეს იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, ცეცხლის გადმოსვლის მოწმე გახდა. ზეციური ცეცხლი საფლავზე თბილისის დროით 15:32 საათზე გადმოვიდა.

წმინდა ცეცხლს ჭეშმარიტების ნათელს უწოდებენ, რომელიც სიმბოლურად იესო ქრისტეს აღდგომას განასახიერებს. მაცხოვრის საფლავი იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში მდებარეობს, რომელიც IV საუკუნეში დედოფალ ელენეს ბრძანებით აშენდა.

ცეცხლის გადმოსვლის საიდუმლოში მონაწილეობენ არაბი ქრისტიანები, რადგან  სწორედ ასე — ხმამაღალი შეძახილებით და საყვირებით — ლოცულობდნენ ძველი ებრაელები მტრის ქალაქ იერიქონთან, როცა მისი კედლები ინგრეოდა. ასევე როკავდა და გალობდა მეფსალმუნე დავით წინასწარმეტყველი აღთქმის კიდობნის წინაშე.

ცეცხლის გადმოსვლისთვის ლოცულობენ ბერები და ასევე ამ მოვლენის უმთავრესი მონაწილეა იერუსალიმის პატრიარქი თეოფილე მესამე — მსოფლიოში უძველესი იერუსალიმის ეკლესიის მეთაური.

წმინდა ცეცხლის გადმოსვლის შემდეგ იერუსალიმის პატრიარქმა აანთო სანთლები, მომლოცველები დალოცა და წმინდა ცეცხლი დაურიგა, რომელიც თავიდან არ არის მხურვალე, არ წვავს.

იერუსალიმში ქართველ პილიგრიმთა ჯგუფიც იმყოფება, რომელიც წმინდა ცეცხლს საქართველოში ჩარტერული რეისით დღეს გვიან საღამოს ჩამოაბრძანებს. იგი აღდგომის ლიტურგიის დროს ყველა ტაძარში გავრცელდება და მორწმუნეებს სახლში წაღების საშუალება ექნებათ.

მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის სასწაულის პირველი თვითმხილველი პეტრე მოციქული იყო.

ბიბლიაში ნათქვამია, რომ, როდესაც პეტრემ ქრისტეს აღდგომის შესახებ შეიტყო და მის საფლავთან მივიდა, დაინახა მისი კვართი და საოცარი სინათლე საფლავში.

თვითმხილველის ყველაზე ადრინდელი წერილობითი მტკიცებულება წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის შესახებ, რომელიც საეკლესიო ისტორიკოსმა ევსევბი კესარიელმა შემოინახა, IV საუკუნეს განეკუთვნება.

ამ სასწაულს, თითქმის ქრისტიანობის დასაბამიდან, სხვადასხვა რელიგიების წარმომადგენლები გამუდმებით აკვირდებიან.

ერთ-ერთი უძველესი აღწერა წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის შესახებ ეკუთვნის იღუმენ დანიელს, რომელმაც წმინდა საფლავი 1106-1107 წლებში მოილოცა.

არსებობს მოსაზრება, რომ როდესაც მაცხოვრის საფლავზე ღვთიური ცეცხლი არ გადმოვა, ეს მოვლენა ანტიქრისტეს მოსვლის და სამყაროს აღსასრულის მომასწავებელი იქნება.

თემები:
აღდგომა 2019: ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ (45)

მთავარი თემები