20:39 10 დეკემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0324
  • 100 RUB3.9852
  • USD2.6682
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება

ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება

© photo: courtesy of Moscow Patriarchate
რელიგია
მოკლე ბმულის მიღება
საეკლესიო კალენდარი (25)
96 0 0

მართლმადიდებლური სამყარო 4 დეკემბერს ერთ-ერთ მნიშვნელოვან საეკლესიო დღესასწაულს – ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას ზეიმობს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა სრულდება.

იგი საეკლესიო 12 დღესასწაულიდან ერთ-ერთი მთავარი დღესასწაულია, რომელსაც საფუძვლად უდევს თქმულება, თუ როგორ მიიყვანეს მშობლებმა მარიამი სამი წლის ასაკში იერუსალიმის ტაძარში.

დღესასწაული ქრისტიანობის დასაწყისში დაფუძნდა, ხოლო მართლმადიდებლურ სამყაროში ფართო გავრცელება IX საუკუნეში ჰპოვა.

თქმულება

წმინდა მარიამის მშობლებმა წმინდა იოაკიმემ და წმინდა ანამ ორმოცდაათი წელი იცხოვრეს ერთად, მაგრამ შვილი არ მიეცათ. დიდმა მწუხარებამ მოიცვა მართალი ცოლ-ქმარი. წმინდა ანამ გოდებით აღუთქვა უფალს, რომ თუ წყალობას მოიღებდა და შვილს აჩუქებდა, მასვე შესწირავდა. უფალმა შეისმინა ანას ლოცვა — ქალს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ ეყოლებოდა ასული — მარიამი, რომლის წიაღიდანაც ქვეყნიერებას მაცხოვარი მოევლინებოდა.

Верующая ставит свечку в храме Светицховели во Мцхета
© Sputnik / Alexander Imedashvili
მორწმუნეები სვეტიცხოვლის ტაძარში

 

მარიამი სამი წლის გახდა და დაუდგა ჟამი მშობლებთან განშორებისა. იგი საზეიმოდ მიიყვანეს ტაძრად. ამ კურთხეულ დღეს მათ ოჯახში ისრაელში დიდად პატივცემული მრავალი ადამიანი შეიკრიბა. ყრმა მარიამს სადედოფლო შესამოსელი ჩააცვეს. მოხუცი მშობლები გოგონას აქეთ-იქით ამოუდგნენ, ხელები ჩასჭიდეს და ასე გაუდგნენ გზას ნაზარეთიდან იერუსალიმისკენ.

მესამე დღეს, განთიადის ჟამს შევიდნენ იერუსალიმში. ტაძრიდან მათ შესახვედრად გამოვიდა მღვდელმთავარი ზაქარია, მამა იოანე ნათლისმცემლისა. იგი ელისაბედის, წმინდა ანას დისშვილის ქმარი გახლდათ. ყრმა მარიამმა, როგორც კი კიბეზე ფეხი შედგა, დაუხმარებლად აირბინა თხუთმეტივე საფეხური და მუხლებზე შემოეხვია ზაქარიას. მღვდელმთავარი სულიწმიდის მადლმა მოიცვა, — ბრძანებს წმინდა თეოფილაქტე, — მიხვდა, რომ ეს ყრმა იყო სამკვიდრებელი ღვთისა მადლისა და მასზე უფრო ღირსეული… გაიხსენა, რომ სჯულის კიდობანი, კანონთა მიხედვით, წმინდა წმინდათაში უნდა ყოფილიყო დაბრძანებული, მიხვდა, რომ ეს მარიამზე იყო ნათქვამი, ამიტომაც დაუფიქრებლად გაკადნიერდა და წმინდა ქალწული, წინააღმდეგ სჯულისა, წმინდა წმინდათაში შეიყვანა. წმინდა ზაქარიამ ყრმა მარიამი ქალწულებს ჩააბარა აღსაზრდელად. მათგან შეისწავლა მარიამმა საღვთო წერილი, ძველებრაული დამწერლობა, ქსოვა და ქარგვა. მისი მოქარგული სამოსით იმოსებოდნენ მღვდელნი ღვთისმსახურებისას.

 

თემები:
საეკლესიო კალენდარი (25)

მთავარი თემები