19:40 21 ოქტომბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0921
  • 100 RUB4.1098
  • USD2.6972
რომის პაპმა საქართველო დატოვა

რომის პაპის ვიზიტი საქართველოში დასრულდა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია
რელიგია
მოკლე ბმულის მიღება
12901

რომის პაპი საქართველოს პრეზიდენტმა, პირველმა ლედიმ და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა გააცილეს.

თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში რომის პაპის ორდღიანი ვიზიტი დასრულდა. პაპის ოფიციალური გაცილების ცერემონია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა.

მისი უწმინდესობა, რომის პაპი საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ და საქართველოს კათოლიკოს — პატრიარქმა ილია მეორემ გააცილეს, იტყობინება პრეზიდენტის პრესსამსახური

გაცილების ოფიციალურ ცერემონიაში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე მონაწილეობდნენ.

რომის პაპი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, პრემიერმინისტრს, საქართველოში კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლებს და მრევლს შეხვდა და თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე წმინდა წირვა აღავლინა.

ვიზიტის დასასრულს, რომის პაპმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს —პატრიარქთან და თანმხლებ პირებთან ერთად მცხეთაში სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი მონახულა და ტაძარში მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა.

რომის პაპი ფრანცისკე თბილისიდან აზერბაიჯანში გაემგზავრა.

მთავარი თემები