07:52 03 აგვისტო 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6906
  • 100 RUB4.2578
  • USD3.1042

რაჭველი: თურმე გასტროლებზე წამოსვლაზე ოცნებობდა, ეს მისი გარდაცვალების შემდეგ შევიტყვე

რადიო
მოკლე ბმულის მიღება
83 0 0

ცნობილი ქართველი მუსიკოსი ნიკოლოზ რაჭველი თავის გარდაცვლილ დედაზე და მის მიმართ დამოკიდებულების შესახებ საუბრობს.

მუსიკოსი ნიკოლოზ რაჭველი დედას იხსენებს
„ნაკლებად ყურადღებიანი შვილი ვიყავი. დაშვებულ შეცდომებს ვერ ვპატიობ ჩემს თავს. იმდენად ვიყავი გადართული მუსიკაზე, იმდენად დიდ დროს ვატარებდი ამ სფეროში მოღვაწე ადამიანებთან, დედაჩემისთვის დრო აღარ მრჩებოდა. ხშირად, როცა სახლში მივდიოდი, უკვე დაძინებული მხვდებოდა და დილით, როცა ადრე გავდიოდი სახლიდან, ისევ ეძინა. ამიტომ თუ რამე უნდოდა, ბარათებს მიტოვებდა ხოლმე. თურმე ჩემთან ერთად გასტროლებზე წამოსვალზე ოცნებობდა. ეს მისი გარდაცვალების შემდეგ შევიტყვე. ჩემთვის ეს არასოდეს უთქვამს, ვერ ავუსრულე ეს ოცნება და ამან ძალიან იმოქმედა ჩემზე“, – ამბობს ნიკოლოზ რაჭველი.

ცნობილი მუსიკოსის თქმით, ახლა ძალიან ნანობს ამ ყველაფერს და სამართლიანიც იქნება, თუ მასაც ასევე მოექცევა მისი შვილი.

მთავარი თემები