14:22 25 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000

ღარიბაშვილი: დღეს ხარისხიან ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის პრობლემა გვაქვს

რადიო
მოკლე ბმულის მიღება
27 0 0

ხარისხიან ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა არის საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ღარიბაშვილი
„2012 წლიდან ჩვენ არაერთი პროექტი განვახორციელეთ წარმატებით, მათ შორისაა საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმა, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა და სხვ. ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის პერიოდში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სწორედ ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა იყო, დღეს კი არის ხარისხიან ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის პრობლემა. სწორედ ამ საკითხის მოგვარებაზე მუშაობს ამ ეტაპზე ჯანდაცვის სამინისტრო", – განაცხადა ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ათწლიანი გეგმის „ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვა, სოციალური კეთილდღეობა და ღირსეული შრომითი გარემო 2030“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდა.

მთავარი თემები