კახა კალაძე: ქვეყანაში ყველა ადამიანის უფლება დაცულია

© Government of Georgiaკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 07.07.2021
გამოწერა
საქართველოში ყველა ადამიანის უფლება დაცულია, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლება, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.
კალაძე
„როდესაც „პრაიდთან“ დაკავშირებით ჩემი მოსაზრება გამოვთქვი – რომ არ მიმაჩნდა მიზანშეწონილად მისი ჩატარება, ამას გარკვეული მოქალაქეების მხრიდან აგრესია მოჰყვა. თუმცა, შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია. ვერავინ ნახავს ჩემს ჰომოფობიურ განცხადებებს... ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობენ განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანები და ისინი საზოგადოების ნაწილი არიან. ისინი მუშაობენ, ორიენტაციის გამო მათ არავინ უშვებს სამსახურიდან და ისევე სარგებლობენ სხვადასხვა პროგრამებითა და სერვისებით, როგორც ჩვენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის ცენტრი ბოლო ორი დღის მანძილზე დაპირისპირებისა და არეულობის ცენტრი გახდა. სექს-უმცირესობების მოწინააღმდეგეები, რომლებიც საკუთარ თავს „ტრადიციული ფასეულობების მცველებს“ უწოდებენ, განსაკუთრებული აგრესიით იქცეოდენ.
ორშაბათსა და სამშაბათს გამართულ კონტრაქციებზე მათ ჟურნალისტებზე ნადირობა გამოაცხადეს. შსს-ს ცნობით, თავდასხმების შედეგად ძალადობის მსხვერპლი გახდა 55 ადამიანი, მათგან 53 – ჟურნალისტები, ოპერატორები და ფოტოგრაფები. შსს ძალადობის ყველა ფაქტს იძიებს, ამ დროისათვის სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იდენტიფიცირებული და დაკავებულია შვიდი ადამიანი.
 
ყველა ახალი ამბავი
0