მეუფე შიო: ვწუხვარ იმის გამო, რომ იყო გადაცდომები...

© Sputnik / Alexander Imedashviliმიკროფონი
მიკროფონი - Sputnik საქართველო, 1920, 06.07.2021
გამოწერა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თანამოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი მეუფე შიო (მუჯირი) „თბილისი პრაიდის“ შესახებ საუბრობს.
მუჯირი
„ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას, თუმცა ჩვენ ვაფრთხილებდით ღონისძიების ორგანიზატორებს, ისევე, როგორც ხელისუფლება, რომ ამას გარკვეული აგრესია მოჰყვებოდა. „ღირსების მარში“ ეს არის ჩვენს სინდისსა და სულიერებაზე მორალური, იდეოლოგიური ძალადობა და ზეწოლა. რასაც დღეს მთელ მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაში ვხედავთ, ეს არის ცნებების აღრევა და ჩანაცვლება, როდესაც ცდილობენ უმძიმეს ცოდვას, როგორიცაა სოდომური ცოდვა, უწოდონ სიკეთე და ღირსება. ამას ჩვენი ერი და ეკლესია ვერასდროს შეეგუება“, – განაცხადა მეუფე შიომ.
მეუფე შიოს განცხადებით, რამდენჯერაც იქნება ამგვარი ღონისძიების ჩატარების მცდელობა, „ქართველი ერი ყოველთვის გამთლიანდება ამის წინააღმდეგ ეკლესიასთან ერთად“.
 
ყველა ახალი ამბავი
0