ცერცვაძე: „ინდური შტამის“ გავრცელებამ შესაძლოა ხელი შეუწყოს მეოთხე ტალღის დაწყებას

© Ministry of Refugees, Labor, Health and Social Affairsთენგიზ ცერცვაძე
თენგიზ ცერცვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 17.06.2021
გამოწერა
ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსის ე.წ. ინდურ შტამზე საუბრობს და აცხადებს, რომ იგი უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე „ბრიტანული შტამი“.
ცერცვაძე
„საქართველოში ინფიცირების შემთხვევების 10% მოდის „ინდურ შტამზე“. კვლევებით უკვე დადგინდა, რომ იგი უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე „ბრიტანული შტამი“. საქართველოში იქნება თუ არა კორონავირუსის მეოთხე ტალღა, ეს საკითხი დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ასრულებს მოსახლეობა კოვიდ-რეგულაციებს. თუ „ინდური შტამი“ ქვეყანაში დომინანტი გახდა, შესაძლოა, მან ხელი შეუწყოს მეოთხე ტალღის დაწყებას“, – ამბობს თენგიზ ცერცვაძე.

სპეციალისტები „ინდურ შტამს“ უფრო სახიფათოდ მიიჩნევენ, ვიდრე დანარჩენ შტამებს, ვინაიდან ის მეტად აგრესიულია – ძლიერად ეჭიდება უჯრედებს და ვირუსის მცირედი რაოდენობაც საკმარისია დასაავადებლად.

ყველა ახალი ამბავი
0