კორონავირუსის რომელი შტამია საქართველოში ყველაზე გავრცელებული

© photo: Ivane Chkhaidze / FBივანე ჩხაიძე
ივანე ჩხაიძე - Sputnik საქართველო, 1920, 03.06.2021
გამოწერა
საქართველოში ყველაზე გავრცელებული კორონავირუსის ბრიტანული შტამია, განაცხადა იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ.
კორონავირუსის რომელი შტამია საქართველოში ყველაზე გავრცელებული
„ყველა იმ შტამიდან, რომელიც დღეს საქართველოშია, ძირითადი და წამყვანი არის ბრიტანული შტამი, რომელიც უფრო მეტად გადამდებია და უფრო მეტ ლეტალურ შემთხვევებს იწვევს, ვიდრე ჩინური შტამი. ვერც სამხრეთ აფრიკული და ვერც ინდური შტამის ერთეული შემთხვევები ვერ შექმნის და ვერ შეცვლის ქვეყანაში ეპიდსიტუაციას. ძალიან ნაკლებია ასევე იმის რისკი, რომ ინდური ან სამხრეთაფრიკული შტამი საქართველოში წამყვანი გახდეს, ამისათვის ქვეყანაში აუცილებლად მრავალრიცხოვანი ინფიცირებული ადამიანი უნდა შემოვიდეს“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „პირველი არხის“ ეთერში.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 833-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 346.983-ს მიაღწია.

ყველა ახალი ამბავი
0