რა შემთხვევაში აჩვენებს კოვიდ-ტესტი ცრუ შედეგს და როგორ უნდა მოიქცეს პაციენტი

© photo: American Clinic in Tbilisi / FBლიზა გოდერძიშვილი
ლიზა გოდერძიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 30.04.2021
გამოწერა
ექიმი თერაპევტი ლიზა გოდერძიშვილი გადაცემაში „პირადი ექიმი მარი მალაზონია“ იმ პაციენტებზე საუბრობს, რომელთაც აქვთ საეჭვო სიმპტომები, თუმცა კორონავირუსი არ უდასტურდებათ.
რა შემთხვევაში აჩვენებს კოვიდტესტი ცრუ შედეგს და როგორ უნდა მოიქცეს პაციენტი - ექიმის რჩევა
„ტესტირებას, როგორც სწრაფ ანტიგენზე დაყრდნობით დამყარებულს, ასევე PCR-ს აქვს თავისი ცრუ უარყოფითი შედეგის უფლება. შესაძლოა არ მოხვდა აღებულ ნაცხში ის ნაწილი რნმ-ისა, რომელიც უნდა ამოიცნოს ტესტმა, რაც დაახლოებით 30% შემთხვევაში ხდება. მეორე შემთხვევა, რატომაც შეიძლება იყოს ცრუ უარყოფითი შედეგი, არის, რომ ორგანიზმი ერევა ვირუსს და შლის მის რმნ-ს. ამ შემთხვევაში ბევრჯერ აღებული ტესტითაც კი შეიძლება ნაცხის ნაწილი ვერ მოხვდეს პორციაში და ვერ ამოიცნოს ტესტმა“, – განაცხადა ლიზა გოდერძიშვილმა.

თუ ვირუსი მსუბუქად მიმდინარეობს, პაციენტმა უნდა დაიცვას ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც სახლში ყოფნის დროსაა აუცილებელი. მაგრამ თუ არის კოვიდ-ინფიცირების ძალიან მაღალი ალბათობა და ამის სარწმუნო ნიშნებიც არსებობს, მით უმეტეს პანდემიის დროს განიხილება, რომ ეს კოვიდ-დაავადებაა. ამ დროს პაციენტმა ყველა შემთხვევაში უნდა მიაკითხოს ცხელების ცენტრს, სადაც განისაზღვრება, დგინდება თუ არა კორონავირუსი და თუ მაინც რჩება ეჭვი ამასთან დაკავშირებით, ასეთ პაციენტებს საიზოლაციო სივრცეში ათავსებენ, აღნიშნა გოდერძიშვილმა.

ექიმი განმარტავს, რომ ყველა სტაციონარს აქვს საიზოლაციო სივრცე, სადაც საეჭვო პაციენტებს მკურნალობენ და აკვირდებიან. მათ ყოველ 72 საათში ტესტი უტარდებათ, როგორც სიმპტომურ პაციენტებს, რომელთაც არ დაუდასტურდათ კორონავირუსი.

 

ყველა ახალი ამბავი
0