წულუკიძე: კახი კავსაძემ თავისი პროფესია არასწორად აირჩია, არ არის მაგის საქმე არტისტობაო

© photo: courtesy of Nikoloz Tsulukidzeნიკოლოზ წულუკიძე
ნიკოლოზ წულუკიძე - Sputnik საქართველო, 1920, 28.04.2021
გამოწერა
ხელოვნებათმცოდნე და ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე ყველასათვის საყვარელ მსახიობს კახი კავსაძეს იხსენებს.
წულუკიძე: კახი კავსაძემ თავისი პროფესია არასწორად აირჩია, არ არის მაგის საქმე არტისტობაო
„ძალიან ძვირფასი და განსაკუთრებული ადამიანი იყო, რომელიც ძალიან დიდი დანაკლისი იქნება ჩვენი საზოგადოებისათვის. ძალიან საინტერესოდ დაიწყო მისი შემოქმედება. თავიდან, როცა რუსთაველის თეატრში მოხვდა ეპიზოდურ როლებს თამაშობდა და მიშა თუმანიშვილს უთქვამს, კახი კავსაძემ თავისი პროფესია არასწორად აირჩია, არ არის მაგის საქმე არტისტობაო. კახი ამბობდა, ამ ფრაზამ იმდენად დამაკომპლექსა, რომ ათწლეულები დამჭირდა ეს კომპლექსი მომეხსნაო. ეს მოხდა იმ დღეს, როცა უშუქობის დროს თუმანიშვილი იდგა გაჩერებაზე და მანქანა გავუჩერე, გზაში მითხრა, ახლა კინომსახიობთა თეატრში ვარ და ნეტავ შენნაირი ერთი-ორი მსახიობი მომცაო. გავახსენე თავისი სიტყვები,  მაგრამ მითხრა, რომ ასეთი რამ არ მახსოვსო. მაშინ მივხვდი, რომ მიშა თუმანიშვილმაც მაღიარაო“, - იხსენებს ნიკოლოზ წულუკიძე კავსაძის მონაყოლს.

კახი კავსაძე 85 წლის ასაკში 27 აპრილს გარდაიცვალა. მსახიობი კორონავირუსის დიაგნოზით კლინიკაში გასული წლის 28 ნოემბერს მოათავსეს. მას სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებოდა. დეკემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსახიობმა დაამარცხა დაავადება და კლინიკიდან გაეწერა. თუმცა, მოგვიანებით მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და იგი თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს, სადაც ამ დრომდე მკურნალობის კურსს გადიოდა.

ყველა ახალი ამბავი
0